ოლიმპიზმი - საქართველოს სპორტსმენები
ზაფხულის ოლიმპიადებზე მონაწილეობდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში
გაკვეთილის ორგანიზების მნიშვნელობა ძნელია შეაფასო. რიგი პედაგოგიური ორგანიზებული მოქმედება გვაძლევს საშუალებას ვარეგულიროთ დატვირთვა, ვცვალოთ ორგანიზმზე ზემოქმედების ფიზიკური ვარჯიშების სიდიდე.
4. საზოგადოებრივი აქტივის (მასწავლებლის დამხმარე, ჯგუფის ხელმძღვანელის, მსაჯი და სხვა) ორგანიზებული მუშაობა ეხმარება დაალაგოს ურთიერთსწავლა, ურთიერთდახმარება, დაცვა, ურთიერთკონტროლი, ურთიერთშეფასება --- რაც მასწავლებელს აძლევს საშუალებას, ჩართოს მოსწავლეების მეტი რაოდენობა, მათ შორის ისინიც, ვინც განთავისუფლებულია მეცადინეობიდან, უზრუნველყოფს საკმარისი ინვენტარით.
მეცადინეობის ადგილის დროული მომზადება ინვენტარით, სხვადასხვა სახის შეზღუდვების მიღება - ნიშნებით, ორიენტირებით. უფრო ეფექტური მეთოდის არჩევა მუშაობის ორგანიზებისთვის ( წრიული, ჯგუფური და სხვა). მეცადინეობის დროული დაწყება და დამთავრება. გადაძახების აკრძალვა, დისციპლინის გამყარება, სპორტული ინვენტარის მოწყობა. მითითების, შენიშვნების - ერთროულად დავალების მოსმენით.
ფიზიკური აქტივობა შშმ პირებისთვის წარმოადგენს ფიზიკური რეაბილიტაციის და სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას.
უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით თანაბარია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებით. სხეულის სიგრძე ამ პერიოდში უფრო იზრდება, ვიდრე სხეულის მასა. სახსრები ამ ასაკში ძალიან მოძრავი აქვთ, ჩონჩხი შედგება დიდი რაოდენობით ხრტილოვანი ქსოვილით, ხერხემლის სვეტი ინარჩუნებს დიდ მოძრაობით უნარს 8-9 წლამდე. კვლევები ადასტურებს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით უფრო ხელსაყრელია მოძრაობითი უნარის გაზრდისთვის ყველა ძირითად სახსარში.
სწავლის პერიოდში მოძრაობითი აქტივობა არა თუ იზრდება კლასიდან კლასში გადასვლისას, არამედ უფრო მცირდება, ამიტომ აუცილებელია ვუზრუნველყოთ ბავშვის ჯანმრთელობა დღიური სამოძრაო ქმედების საკმარისი მოცულობით.
მოზარდობის ასაკში ინტენსიურად იზრდება გრძელი ლულოვანი ძვლები -- ზედა და ქვედა კიდურების, ჩქარდება ხერხემლის ზრდა სიმაღლეში. ხერხემლის სვეტი ძალიან მოძრავია, სისტემატიური დატვირთვა კუნთებზე აჩქარებს გაძვალების პროცესს და შეიძლება შეანელოს ძვლების ზრდა სიგრძეში.
ეს არის ვარჯიშის სახეობა, როდესაც ხდება დატვირთვის ცვლილება მონაცვლეობით, მაღალი და დაბალი ინტენსივობით. მაგ. სპრინტით სირბილი და .
ინტერვალური ვარჯიშის ამოცანაა მოკლე დროში მივაღწიოთ აერობულ ზღვარს ( ინტენსივობა, როდესაც ორგანიზმი გადადის ანაერობულ რეჟიმში და ენერგიის წყაროს სახით იყენებს ნაზშირწყლებს და არა ცხიმებს). და დავბრუნდეთ
ფიზ.აღზრდის ძირითადი საშუალებაა -- ფიზიკური ვარჯიში, გამაჯანსაღებელი ბუნების ძალა და ჰიგიენური ფაქტორები.
1. სისწრაფე ადამიანის მიერ, მოძრაობის უმცირეს დროში შესრულების შესაძლებლობაა. მოძრაობის სისწრაფე, პირველ რიგში განისაზღვრება თავის ტვინის ქერქის სათანადო ნერვული ქმედებით, რომელიც იწვევს კუნთების დაძაბვას. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსწავლის ტექნიკური მომზადების სრულყოფაზე, კუნთების ძალასა და ელასტიკურობაზე, სახსრების მოძრაობის უნარიანობაზე.
2. გამძლეობა (ამტანობა) -- არის ადამიანის უნარი გარკვეული ინტენსივობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, შეასრულოს ამოცანა. ამ ფიზიკური თვისების გასანვითარებლად, საჭიროა ერთი და იმავე ვარჯიშის ( ფიზიკური აქტივობის ) მრავალჯერ გამეორება.
3. სიმარჯვე -- არის ადამიანის მიერ შესრულების უნარი, ახალი მოძრაობის სწრაფად დაუფლებისა და ცვალებადი გარემოს მოთხოვნის შესაბამისად, ასევე მოძრაობითი ქმედების სწრაფად შეცვლის უნარია. სიმარჯვე ბავშვს უვითარებს მიცემული დავალების რაციონალურად, ე. ი. უმცირესი ენერგიის დახარჯვით შესრულების უნარს. სიმარდის განვითარების ძირითადი გზაა, ახალი, სხვადასხვაგვარი მოძრაობითი უნარ-ჩვევების დაუფლება. ახალი ჩვევების გაძლიერება მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა ხდებოდეს.
4. მოქნილობა -- მოძრაობათა დიდი ამპლიტუდით შესრულების შესაძლებლობაა, რაც დამოკიდებულია სახსრებში ძვრადობასა და კუნთების ელასტიურობაზე. ე. ი. მათი დაჭიმულობისა და შეკუმშვის უნარზე. მოქნილობა გავლენას ახდენს მოძრაობის სისწრაფესა და სიზუსტეზე. უნდა ვისწრაფვოდეთ, ბავშვს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი მოქნილობა. მოძრავი თამაშის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ მოქნილობა ვითარდება მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შსრულების დროს.
5. ძალა -- არის ადამიანის შესაძლებლობა გადალახოს გარეგანი წინააღმდეგობა, ან იმოქმედოს კუნთური დაძაბვის ხარჯზე. ძალის უნარიანობა იზომეტრული და მასთან ახლოს მდგომი ტიპის, კუნთური დაძაბულობის დროს ვლინდება, რომელიც სრულდება კუნთების სიგრძის შეუცვლელად, ან კუნთების ნელი შეკუმშვით. ზღვრული ან ზღვრულთან ახლო მდგომი დამამძიმებელი საგნების აწევის დროს. ( მაგ. შტანგის მკერდიდან აკვრა ).
1. განმავითარებელ დატვირთვას მიეკუთვნება დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის ძირითად ფუნქციონალურ სისტემაზე მაღალი ზემოქმედებით და იწვევს გადაღლის მნიშვნელოვან დონეს. 180 პულსის და მაღლა --- = 100 % და 160 დარტყმა --- = 70 % დატვირთვას.
ბავშვები ბუნებით ფლობენ თვითრეგულაციის სრულყოფილ სისტემას, ვიდრე უფროსები. ბავშვი იზრდება და ვითარდება გარეგანი და შინაგანი სფეროს დამოკიდებულებით. გარეგანი ( გარემო პირობები და ვარჯიშები); შინაგანი ( ბუნებრივი ზრდის გენეტიკური ფაქტორები ). გამოცდილი პედაგოგი
მასწავლებელმა უნდა იცოდეს დატვირთვის მართვის ხერხები მოსწავლეებისთვის. თავის დროზე აამაღლოს, დაუკლოს ან გააჩეროს ის, ოპტიმალურ დონეზე.
აციკლურ სახეებში ----- სივრცის სიდიდის ცვლა, რომელიც უნდა გადალახოს მოთამაშემ და სხვა.
ჯამური წონის ცვლა აძალვისას ----- 1. ჩაჯდომი -- საკუთარი წონის გადალახვა, 2. ჩაჯდომი ბურთით -- საკუთარი წონის გადალახვა, პლიუს ბურთის წონა, 3. ჩაჯდომი პარტნიორთან ერთად -- საკუთარი წონის გადალახვა, პლიუს პარტნიორის წონა.
ფიზიკური აღზრდის მეთოდები მრავალფეროვანია ---- ყველაზე უფრო დატვირთვის მკაცრი რეგულირება სრულდება რეგლამენტირებულ მეთოდებში: გამეორება, ცვლადობა, ინტერვალური, პროგრესირებადი ვარჯიშის მეთოდი, მუშაობის მოცულობის ცვლილების ხარჯზე.
დატვირთვის გამოსავლენად სკოლის პირობებში ყველაზე მარტივი და ობიექტური მეთოდია --- "პულსომეტრია", გულის სიხშირის განსაზღვრა, "პალპატორული" (თითებით)მეთოდით, რომელიც ეხმარება მასწავლებელს ოპერატიურად განსაზღვროს მოცემული დავალება --- მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, მისი ფიზიკური განვითარების და მომზადებულობის დონე. ეს მეთოდი აცნობს და აღჭურავს მოსწავლეს (უმეტესად უფროსკლასელებს) თვითკონტროლის ცოდნით.
ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა: მოსამზადებელი, ძირითადი (წამყვანი) და დასკვნითი (დამამთავრებელი).
ძირითადი ფაზა --- შედგება მოძრაობისგან, რომლის დახმარებით გადაწყდება მოქმედების მთავარი ამოცანა ( მაგ. სასტარტო გარბენი და რბენა დისტანციაზე მოხვევისას და ფინალური ძალისხმევა ბადროს ტყორცნის დროს.
დასკვნითი ფაზა --- ამთავრებს მოქმედებას ( მაგ. ფინიშის შემდეგ ინერციული გარბენი, წონასწორობის შესანარჩუნებელი მოძრაობა და ინერციის დაწყნარება ტყორცნის შემდეგ და სხვა ).