გაკვეთილის ორგანიზება
გაკვეთილის ორგანიზება
გაკვეთილის ორგანიზების მნიშვნელობა ძნელია შეაფასო. რიგი პედაგოგიური ორგანიზებული მოქმედება გვაძლევს საშუალებას ვარეგულიროთ დატვირთვა, ვცვალოთ ორგანიზმზე ზემოქმედების ფიზიკური ვარჯიშების სიდიდე.
1. გაკვეთილის მატერიალურ-ტექნიკური ორგანიზაციის უზრუნველყოფა ---- სორტული იარაღის დაყენება, აუცილებელი ინვენტარის მომზადება, არასტანდატური იარაღის გამოყენება. მარტივი ტრენაჟორები ხელს უწყობს პაუზისა და მოლოდინის შემოკლებას, ქმნის წინაპირობას დატვირთვის გასაზრდელად, დისციპლინას და წესრიგს გაკვეთილზე.
2. მართვის ორგანიზება ---- მოქმედება ხორციელდება მოსწავლეების განლაგების მეთოდის რაციონალური შერჩევით (ფრონტალური, ჯგუფური, წრიული, ინდივიდუალური). ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია ასაკობრივ თავისებურებაზე, გადასაწყვეტ ამოცანაზე, თვით ვარჯიშის მნიშვნელობაზე, მისი გამოყენების პირობებზე და სხვა. მოსწავლეების სწავლების დროს, როცა ის რთული ტექნიკური მოქმედებისაა ( სიმაღლეზე ხტომა, ვარჯიშები ტანვარჯიშულ იარაღებზე და სხვა ), მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ჯგუფური მეთოდი. მარტივი, უბრალო ვარჯიშები (სამწყობრო და სხვა), ხელსაყრელია მოსწავლეებს ორგანიზება გავუკეთოთ ფრონტალური მეთოდით.
ჯგუფური მეთოდი მნიშვნელოვანია, რადგან ის მხარს უჭერს უფრო დიდ დატვირთვას, ვიდრე ფრონტალური მეთოდი.
3. მოსწავლეების შერეული და არეული ორგანიზება --- მიეკუთვნება გადაჯგუფება, მოთელვა, გადაადგილება და სხვა. რაც უზრუნველყოფს აუცილებელ სივრცით პირობებს, უქმნიან წინაპირობას ვარჯიშის შემსუბუქებას ან გართულებას დავალების შესრულებისას, ასევე შეეძლებათ გამოყენება დატვირთვის რეგულირების მიზნით.
4. საზოგადოებრივი აქტივის (მასწავლებლის დამხმარე, ჯგუფის ხელმძღვანელის, მსაჯი და სხვა) ორგანიზებული მუშაობა ეხმარება დაალაგოს ურთიერთსწავლა, ურთიერთდახმარება, დაცვა, ურთიერთკონტროლი, ურთიერთშეფასება --- რაც მასწავლებელს აძლევს საშუალებას, ჩართოს მოსწავლეების მეტი რაოდენობა, მათ შორის ისინიც, ვინც განთავისუფლებულია მეცადინეობიდან, უზრუნველყოფს საკმარისი ინვენტარით.
ფიზიკური ვარჯიშის შესრულების ეფექტურობა განხორციელდება ორგანიზების მეთოდების სწორ შერჩევაში, მოსწავლეებისთვის დროებითი პარამეტრებით: ერთდროული, ნაკადისებრი, რიგითობის..
1. ერთდროული /ჯგუფური/ --- უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა მიიღწევა ერთდროული შესრულებით ყველა მოსწავლის მიერ - მოძრავი თამაშები, ერთდროულად ქვეჯგუფში - წინკოტრიალი და სხვა.
2. ნაკადისებრი --- ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე ფიზიკური ვარჯიშის ნაკადური მეთოდით შესრულება, რამდენადაც ვარჯიშებს შორის ხდება პაუზა, დასვენება, მოცდა თავის რიგამდე
(ტყორცნის შესრულება, რბენა, საყრდენი ხტომები და სხვა).
3. უფრო ნაკლები დატვირთვა მიიღწევა რიგითობის მეთოდით შესრულებული ფიზიკური ვარჯიშებით, რომელიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შესვენებებით - დასვენებისათვის.
ჯგუფხელის მომზადება ---
მეცადინეობის ადგილის დროული მომზადება ინვენტარით, სხვადასხვა სახის შეზღუდვების მიღება - ნიშნებით, ორიენტირებით. უფრო ეფექტური მეთოდის არჩევა მუშაობის ორგანიზებისთვის ( წრიული, ჯგუფური და სხვა). მეცადინეობის დროული დაწყება და დამთავრება. გადაძახების აკრძალვა, დისციპლინის გამყარება, სპორტული ინვენტარის მოწყობა. მითითების, შენიშვნების - ერთროულად დავალების მოსმენით.
ურთიერთსწავლების ორგანიზება ქვეჯგუფებში ( დაცვა, ანალიზი და შესასრულებელი დავალების კონტროლი), დავალების შერჩევა ახალდამწყებთათვის, დავალების დადებითზე დაყრდნობით ვარირება პირობების ცვლის შესაბამისად, სასწავლო მასალისა და სპორტული იარაღის ცვლა, სწავლება, მიწოდება მარტივიდან რთულისკენ, მსუბუქიდან ძნელისკენ.
Salam Eteri muəllim! Xahiş edirəm izometrik tsiklik və atsiklik məşqlər haqqında məlumat verəsiniz.
ОтветитьУдалить