ადაპტური ფიზიკური აქტივობა
ადაპტური ფიზიკური აქტივობა
ადაპტური ფიზიკური აქტივობის ამოცანაა: შეამციროს უნარშეზღუდულობის ხარისხი, რომელიც თვით დაავადებისგან არის წარმოშობილი.
ადაპტური ფიზიკური აღზრდა, ისევე როგორც ადაპტური სპორტი, წარმოადგენს აქტიურ აღდგენით საშუალებას, რომლის საფუძველში ჩადებულია კინეზოკორექციისა და კინეზოთერაპიის საგანგებოდ შერჩეული დოზირებული ვარჯიშები.
ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მიზანია: შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანებს ჩამოუყალიბოს ფიზიკური სხეულის მოვლის კულტურა, განუვითაროს ტექნოლოგიური , ინტელექტუალური და სხვა ფასეულობის ათვისების უნარი.
ფიზიკური აქტივობა შშმ პირებისთვის წარმოადგენს ფიზიკური რეაბილიტაციის და სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას.
1. ადაპტური ფიზიკური აღზრდა --- მიზანი: ჩამოუყალიბდეთ საკუთარი ძალებისადმი შეგნებული დამოკიდებულება და მტკიცე რწმენა.
2. ადაპტური სპორტი ---
მიზანი: განსხვავდება ჩვეულებრივი სპორტისაგან საშეჯიბრო წესებით. ადაპტური სპორტი აერთიანებს სარეაბილიტაციო სპორტს და საინვალიდო სპორტს.
3. ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია ---
მიზანი: კარგი საშუალებაა დაღლილობის, პროფილაქტიკის, გართობის, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისათვის, საერთო გაჯანსაღებისთვის.
4. ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაცია ---
მიზანი: ტრამვების, სხვადასხვა დაავადებების, ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად გამოწვეული, დაკარგული ან დროებით დარღვეული ფუნქციის აღდგენა.
Комментариев нет:
Отправить комментарий