ასაკობრივი თავისებურება
ყველა ასაკს აქვს თავისი განვითარების ამოცანა, მისი შესრულება აუცილებელი პირობაა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ეს არის - ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელსაც უნდა დაეუფლოს ბავშვი განსაზღვრულ პერიოდში.
ჩვილი (დაბადებიდან 1 წლამდე) --- ვითარდება ძირითადი მოძრაობითი შესაძლებლობები და ლაპარაკის დაწყება. ჩნდება გაგება იმისი, რომ ადამიანები და საგნები არსებობენ, თუმცა არ ჩანს. აღმოცენდება სითბო, მიჯაჭვულობა ერთ ან რამდენიმე ადამიანთან.
ადრეული ბავშვობა ( 1 -3 წ.) -- მიმდინარეობს ლაპარაკის და მოძრაობითი შესაძლებლობის შემდგომი განვითარება, სრულყოფილი ხდება ლაპარაკი, თამაშების კვალდაკვალ ხდება გარემოს შეცნობა და სწავლება, ისახება თვითკონტროლი.
სკოლამდელი ასაკი ( 3 - 6 წ. ) --- ხდება "ქალი - კაცის" გაგების განვითარება, სწორი - არასწორის და ა. შ. ბავშვი სწავლობს ერთობლივ თამაშს.
უმცროსი სასკოლო ასაკი -- ვითარდება თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, საკმარისი იმისთვის, რომ იყოს კოლექტივის წევრი, იზრდება თვითშემეცნება და ვითარდება შესაძლებლობების ფართო სპექტრი ---- სწავლის, სპორტულობის, არტისტულობის.
უმცროსი სასკოლო ასაკი (6 - დან - 11 წლამდე ) ----- ამ ასაკში ხდება ანატომიურ-ფიზიოლოგიური სისტემის მომწიფების დასრულება, უზრუნველყოფს მოძრაობით აქტივობას, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის მომწიფებისაგან სრულად. მოტორიკის განვითარება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით თანაბარია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებით. სხეულის სიგრძე ამ პერიოდში უფრო იზრდება, ვიდრე სხეულის მასა. სახსრები ამ ასაკში ძალიან მოძრავი აქვთ, ჩონჩხი შედგება დიდი რაოდენობით ხრტილოვანი ქსოვილით, ხერხემლის სვეტი ინარჩუნებს დიდ მოძრაობით უნარს 8-9 წლამდე. კვლევები ადასტურებს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით უფრო ხელსაყრელია მოძრაობითი უნარის გაზრდისთვის ყველა ძირითად სახსარში.
ამ ასაკში კუნთებს აქვთ თხელი ქსოვილი, რომელიც შედგება ცოტაოდენი ცილების და ცხიმების რაოდენობით, ამიტომ კიდურების მსხვილი კუნთები უფრო განვითარებულია, ვიდრე წვრილი. ამ ასაკში, თითქმის მთლიანად სრულდება ნერვული სისტემის მორფოლოგიური განვითარება, მთავრდება ნერვული უჯრედების ზრდა და სტრუქტურული დიფერენციაცია, თუმცა ნერვული სისტემის ფუნქციონირება ხასიათდება აღგზნების პროცესის გადალახვით. უმცროს სასკოლო ასაკში, თითქმის ყველა მაჩვენებლის ფიზიკური ხარისხი ავლენს ზრდის ძალიან მაღალ ტემპს. გამონაკლისია მოქნილობის მაჩვენებელი, რომლის ზრდა ნელდება ამ პერიოდში.
ფიზიკური თვისებების გასავითარებლად, ყველაზე ხელსაყრელია 7-10 წელი. ამ ასაკში ხდება ბავშვის მოძრაობის ბიოდინამიკის ძლიერი განვითარება, უპირველესად მათი კოორდინაციული კომპონენტი. ამიტომ 7-10 წელი ხელსაყრელია პრაქტიკულად ყველა მოძრაობით და კოორდინაციულ შესაძლებლობებისათვის, ადამიანი ყალიბდება მოძრაობით აქტივობაში.
სწავლის პერიოდში მოძრაობითი აქტივობა არა თუ იზრდება კლასიდან კლასში გადასვლისას, არამედ უფრო მცირდება, ამიტომ აუცილებელია ვუზრუნველყოთ ბავშვის ჯანმრთელობა დღიური სამოძრაო ქმედების საკმარისი მოცულობით.
11-12 წლის ასაკში იწყება სქესობრივი მომწიფება, 8-13 წლის გოგონებს უფრო ადრე, ვიდრე ბიჭების. გოგონები იზრდებიან სიმაღლეში 10-14 წლის ასაკში. ბიჭების სქესობრივი მომწიფება იწყება 10-13 წლის ასაკში.
13-18 წ. თინეიჯერულ (მოზარდი) ასაკში სქესობრივი მომწიფების გამო ხდება მრავალფეროვანი ფიზიკური ცვლილებები. ამ დროს მოზარდს უნდა ჰქონდეს კარგი კვება, ძილი და რეგულირებული ფიზიკური აქტივობა.
მოზარდობის ასაკში ინტენსიურად იზრდება გრძელი ლულოვანი ძვლები -- ზედა და ქვედა კიდურების, ჩქარდება ხერხემლის ზრდა სიმაღლეში. ხერხემლის სვეტი ძალიან მოძრავია, სისტემატიური დატვირთვა კუნთებზე აჩქარებს გაძვალების პროცესს და შეიძლება შეანელოს ძვლების ზრდა სიგრძეში.
მოზარდობის ასაკში ჩქარი ტემპით ვითარდება კუნთური სისტემაც. ბიჭები გოგონებზე უკეთ ასრულებენ ვარჯიშებს, რომელთაც მსხვილი მოტორული უნარი ესაჭიროება. გოგონები კი უკეთ ასრულებენ ბიჭებზე ნატიფი მოტორული უნარების საჭიროებების დროს.