აერობული და ანაერობული ვარჯიშების პრაქტიკაში გამოყენება
აერობული ---- იგივე კარდიოვარჯიშები, წარმოადგენს ვარჯიშს, რომლის დროსაც ენერგიად მოიხმარება ჟანგბადი. ამით გამოირჩევა ანაერობული ვარჯიშისაგან, რომლის დროსაც ენერგია მიიღება კუნთებში.
აერობული ვარჯიშები გრძელდება, როგორც წესი 2 წთ-ზე მეტი ხნით და არის ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ანაერობული ვარჯიშები, რომლებიც არის უმეტესად მაღალი ინტენსივობით, მაგრამ 2 წთ-ზე ნაკლებ ხანს გრძელდება. იმ სპორტში, სადაც საჭიროა ფიზიკური გამძლეობა, გამოიყენება აერობული ვარჯიშები, ხოლო იქ, სადაც გამძლეობა ნაკლებადაა საჭირო, მაგრამ საჭოროა ძალიან დიდი ძალა, იქ ანაერობული ვარჯიშები.
აერობულ ვარჯიშებს მიეკუთვნება საშუალო და გრძელ მანძილზე რბენა, ცურვა, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და სხვა.
თუ ფიზიკური დატვირთვა დიდია, ორგანიზმი გადადის ანაერობულ სუნთქვაზე. მისი მინუსი არის გულისრევის და თავბრუსხვევის შგრძნება.
აერობული ვარჯიშების დადებითი მხარე:
---- ძლიერდება სუნთქვაში მონაწილე კუნთები;---- ძლიერდება გულის კუნთი;---- უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა;---- იზრდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება---- ეხმარება წონის კლებაში;---- აუმჯობესებს ტვინის მდგომარეობას;---- ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს. აერობული ვარჯიშები არ არის ეფექტური კუნთების ზრდისთვის. ეფექტურია წონაში კლებისთვის, თუ ვარჯიშობ ხანგრძლივად, მინიმუმ 20 წთ. კვირაში 3-ჯერ.
ანაერობული ვარჯიში