ფიზიკური თვისებები
ფიზიკური თვისებებია: სისწრაფე, გამძლეობა (ამტანობა), სიმარჯვე, მოქნილობა, ძალა.
1. სისწრაფე ადამიანის მიერ, მოძრაობის უმცირეს დროში შესრულების შესაძლებლობაა. მოძრაობის სისწრაფე, პირველ რიგში განისაზღვრება თავის ტვინის ქერქის სათანადო ნერვული ქმედებით, რომელიც იწვევს კუნთების დაძაბვას. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსწავლის ტექნიკური მომზადების სრულყოფაზე, კუნთების ძალასა და ელასტიკურობაზე, სახსრების მოძრაობის უნარიანობაზე.
სისწრაფის გასანვითარებლად გამოიყენება ვარჯიშები მძლეოსნობიდან, სპორტული თამაშები და მოძრავი თამაშები სირბილის ელემენტებით.
2. გამძლეობა (ამტანობა) -- არის ადამიანის უნარი გარკვეული ინტენსივობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, შეასრულოს ამოცანა. ამ ფიზიკური თვისების გასანვითარებლად, საჭიროა ერთი და იმავე ვარჯიშის ( ფიზიკური აქტივობის ) მრავალჯერ გამეორება.
ასეთი ერთსახოვანი დატვირთვა ბავშვებში გადაღლას იწვევს და მათ მოძრაობისადმი ინტერესს უკარგავს, ამიტომ განსაკუთრებით უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, მიზანშეწონილია ამ თვისების განვითარება მოძრავი თამაშების მეშვეობით.
3. სიმარჯვე -- არის ადამიანის მიერ შესრულების უნარი, ახალი მოძრაობის სწრაფად დაუფლებისა და ცვალებადი გარემოს მოთხოვნის შესაბამისად, ასევე მოძრაობითი ქმედების სწრაფად შეცვლის უნარია. სიმარჯვე ბავშვს უვითარებს მიცემული დავალების რაციონალურად, ე. ი. უმცირესი ენერგიის დახარჯვით შესრულების უნარს. სიმარდის განვითარების ძირითადი გზაა, ახალი, სხვადასხვაგვარი მოძრაობითი უნარ-ჩვევების დაუფლება. ახალი ჩვევების გაძლიერება მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა ხდებოდეს.
სიმარჯვის გასანვითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მოძრავი თამაში, რომელიც ეხმარება ბავშვს ლაღი და თავისუფალი მოძრაობების შესრულებაში.
4. მოქნილობა -- მოძრაობათა დიდი ამპლიტუდით შესრულების შესაძლებლობაა, რაც დამოკიდებულია სახსრებში ძვრადობასა და კუნთების ელასტიურობაზე. ე. ი. მათი დაჭიმულობისა და შეკუმშვის უნარზე. მოქნილობა გავლენას ახდენს მოძრაობის სისწრაფესა და სიზუსტეზე. უნდა ვისწრაფვოდეთ, ბავშვს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი მოქნილობა. მოძრავი თამაშის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ მოქნილობა ვითარდება მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შსრულების დროს.
ამრიგად, ფიზიკური აღზრდის საშუალებებს შორის მოძრავი თამაში გამორჩეულია. იგი ხელს უწყობს აღმზრდელობით, საგანმანათლებლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდაში. მოძრავი თამასი უზრუნველყოფს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას, რომლის საფუძველზეც ბავშვი წარმატებით ეუფლება მოძრაობით უნარ-ჩვევა ბავშვებს.
აქტიური მოძრაობა ბავშვის ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც პოზიტიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.
Комментариев нет:
Отправить комментарий