Поиск по этому блогу

понедельник, 5 июня 2017 г.

ოლიმპიზმი - საქართველოს სპორტსმენები

                  ოლიმპიზმი  -  საქართველოს სპორტსმენები

                          ზაფხულის ოლიმპიადებზე მონაწილეობდნენ სსრკ-ს შემადგენლობაში

XV  ოლიმპ. -      ჰელსინკი   ---  1952 წ.  ---14 მონაწ. =  3 ოქრო, 4 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

XVI  ოლიმპ. -     მელბურნი ----1956 წ. --- 10 მონაწ.=  2 ოქრო, 6 ბრინჯაო

XVII  ოლიმპ. -    რომი   ----       1960 წ. ----16 მონაწ. = 2 ოქრო, 5 ვერცხლი, 3 ბრინჯაო

XVII  ოლიმპ. -    ტოკიო  ---      1964 წ.  ----18 მონაწ. = 2 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო

XIX  ოლიმპ.  -     მეხიკო  ---      1968 წ.  --- 14 მონაწ. = 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

XX   ოლიმპ. -      მიუნხენი ---   1972 წ.  ---  16 მონაწ.6 ოქრო, 1 ვერცხლი,4 ბრინჯაო

XXI   ოლიმპ. -     მონრეალი --- 1976 წ. ---   11 მონაწ. =3 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო

 XXII  ოლიმპ. -     მოსკოვი   ---   1980 წ.  --- 16 მონაწ. = 3 ოქრო, 4 ვერცხლი, 5 ბრინჯაო
XXII ოლიმპ.  -    ლოს-ანჟელესი -1984 წ.  --- არ მონაწილეობდნენ

XXIV ოლიმპ.  -   სეული       ----    1988 წ.  ---16 მონაწ. = 5 ოქრო, 2 ვერცხლი, 5 ბრინჯაო

XXV   ოლიმპ.  -   ბარსელონა  ---  1992 წ.  --- 12 მონაწ. = 3 ოქრო, 5 ბრინჯაო.

          შემდეგ  მონაწილეობდნენ ცალკე , როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო

XXVI   ოლიმპ. -   ატლანტა  ---      1996 წ.  --- 36 მონაწ. = 2 ბრინჯაო.

XXVII  ოლიმპ.  -  სიდნეი   ----      2000 წ. ---  36 მონაწ. = 6 ბრინჯაო.

XXVIII ოლიმ.  -   ათენი  ----          2004 წ. --- 33 მონაწ. = 2 ოქრო, 2 ბრინჯაო.

XXIX  ოლიმპ. -   პეკინი  ---           2008 წ. ---  35 მონაწ. =  3 ოქრო, 3 ბრინჯაო.

XXX   ოლიმპ.  -  ლონდონი  ---     2012 წ. ---  36 მონაწ. = 1 ოქრო, 6 ბრინჯაო.

XXXI ოლიმპ. -   რიო დე ჟანეირო  ---  2016 წ.  --- 40 მონაწ. = 2 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო

понедельник, 17 апреля 2017 г.

გაკვეთილის ორგანიზება

                        გაკვეთილის ორგანიზება

               გაკვეთილის ორგანიზების მნიშვნელობა ძნელია შეაფასო. რიგი პედაგოგიური ორგანიზებული მოქმედება გვაძლევს საშუალებას ვარეგულიროთ დატვირთვა, ვცვალოთ ორგანიზმზე ზემოქმედების ფიზიკური ვარჯიშების სიდიდე.
           1.   გაკვეთილის მატერიალურ-ტექნიკური ორგანიზაციის უზრუნველყოფა ---- სორტული იარაღის დაყენება, აუცილებელი ინვენტარის მომზადება, არასტანდატური იარაღის გამოყენება.  მარტივი ტრენაჟორები ხელს უწყობს პაუზისა და მოლოდინის შემოკლებას, ქმნის წინაპირობას დატვირთვის გასაზრდელად, დისციპლინას და წესრიგს გაკვეთილზე.
                2.  მართვის ორგანიზება   ----    მოქმედება ხორციელდება მოსწავლეების განლაგების მეთოდის რაციონალური შერჩევით   (ფრონტალური, ჯგუფური, წრიული, ინდივიდუალური).   ამა თუ იმ მეთოდის გამოყენება დამოკიდებულია ასაკობრივ თავისებურებაზე, გადასაწყვეტ ამოცანაზე, თვით ვარჯიშის მნიშვნელობაზე, მისი გამოყენების პირობებზე და სხვა.  მოსწავლეების სწავლების დროს, როცა ის რთული ტექნიკური მოქმედებისაა  ( სიმაღლეზე ხტომა, ვარჯიშები ტანვარჯიშულ იარაღებზე და სხვა ),  მიზანშეწონილია გამოვიყენოთ ჯგუფური მეთოდი.      მარტივი,  უბრალო ვარჯიშები  (სამწყობრო და  სხვა), ხელსაყრელია მოსწავლეებს ორგანიზება გავუკეთოთ   ფრონტალური მეთოდით.  

                ჯგუფური მეთოდი მნიშვნელოვანია, რადგან ის მხარს უჭერს  უფრო დიდ დატვირთვას, ვიდრე ფრონტალური მეთოდი.  

             3.   მოსწავლეების შერეული და არეული ორგანიზება  --- მიეკუთვნება გადაჯგუფება, მოთელვა, გადაადგილება და სხვა. რაც უზრუნველყოფს აუცილებელ სივრცით პირობებს, უქმნიან წინაპირობას ვარჯიშის შემსუბუქებას ან გართულებას დავალების შესრულებისას, ასევე შეეძლებათ გამოყენება დატვირთვის რეგულირების მიზნით. 

              4.   საზოგადოებრივი აქტივის (მასწავლებლის დამხმარე, ჯგუფის ხელმძღვანელის, მსაჯი  და სხვა) ორგანიზებული მუშაობა ეხმარება დაალაგოს ურთიერთსწავლა, ურთიერთდახმარება, დაცვა, ურთიერთკონტროლი, ურთიერთშეფასება  --- რაც მასწავლებელს აძლევს საშუალებას,  ჩართოს მოსწავლეების მეტი რაოდენობა, მათ შორის ისინიც, ვინც განთავისუფლებულია მეცადინეობიდან, უზრუნველყოფს საკმარისი ინვენტარით.

              ფიზიკური ვარჯიშის შესრულების ეფექტურობა განხორციელდება ორგანიზების  მეთოდების სწორ შერჩევაში, მოსწავლეებისთვის დროებითი პარამეტრებით: ერთდროული,  ნაკადისებრი, რიგითობის..
              1.  ერთდროული   /ჯგუფური/   ---   უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა მიიღწევა ერთდროული შესრულებით ყველა მოსწავლის მიერ  - მოძრავი თამაშები, ერთდროულად ქვეჯგუფში  -    წინკოტრიალი და სხვა.
              2.   ნაკადისებრი   ---    ნაკლებ ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე ფიზიკური ვარჯიშის ნაკადური მეთოდით შესრულება, რამდენადაც ვარჯიშებს შორის ხდება პაუზა, დასვენება, მოცდა თავის რიგამდე  



(ტყორცნის შესრულება, რბენა, საყრდენი ხტომები და სხვა).
              3.  უფრო ნაკლები დატვირთვა მიიღწევა რიგითობის მეთოდით შესრულებული ფიზიკური ვარჯიშებით, რომელიც მიმდინარეობს მნიშვნელოვანი შესვენებებით - დასვენებისათვის.
              ჯგუფხელის მომზადება  --- 

     მეცადინეობის ადგილის დროული მომზადება  ინვენტარით, სხვადასხვა სახის შეზღუდვების მიღება - ნიშნებით, ორიენტირებით. უფრო ეფექტური მეთოდის არჩევა მუშაობის ორგანიზებისთვის ( წრიული, ჯგუფური და სხვა). მეცადინეობის დროული დაწყება და დამთავრება. გადაძახების აკრძალვა, დისციპლინის გამყარება, სპორტული ინვენტარის მოწყობა.  მითითების, შენიშვნების - ერთროულად დავალების მოსმენით.
            ურთიერთსწავლების ორგანიზება  ქვეჯგუფებში ( დაცვა, ანალიზი და შესასრულებელი დავალების კონტროლი), დავალების შერჩევა ახალდამწყებთათვის, დავალების დადებითზე დაყრდნობით ვარირება პირობების ცვლის შესაბამისად, სასწავლო მასალისა და სპორტული იარაღის ცვლა, სწავლება, მიწოდება მარტივიდან  რთულისკენ, მსუბუქიდან ძნელისკენ.












четверг, 13 апреля 2017 г.

ადაპტური ფიზიკური აქტივობა

                    ადაპტური ფიზიკური  აქტივობა


            ადაპტური ფიზიკური  აქტივობის ამოცანაა: შეამციროს უნარშეზღუდულობის ხარისხი, რომელიც თვით დაავადებისგან არის წარმოშობილი.
           ადაპტური ფიზიკური აღზრდა, ისევე როგორც ადაპტური სპორტი, წარმოადგენს აქტიურ აღდგენით საშუალებას, რომლის საფუძველში ჩადებულია კინეზოკორექციისა და კინეზოთერაპიის საგანგებოდ შერჩეული დოზირებული ვარჯიშები.
            ადაპტური ფიზიკური აღზრდისა  და სპორტის მიზანია:   შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობის ადამიანებს ჩამოუყალიბოს ფიზიკური სხეულის მოვლის კულტურა, განუვითაროს ტექნოლოგიური , ინტელექტუალური და სხვა ფასეულობის ათვისების უნარი.

            ფიზიკური აქტივობა შშმ პირებისთვის წარმოადგენს ფიზიკური რეაბილიტაციის და სოციალური ინტეგრაციის ერთ-ერთ ძირითად საშუალებას.

1.     ადაპტური ფიზიკური აღზრდა  ---           მიზანი:   ჩამოუყალიბდეთ საკუთარი ძალებისადმი შეგნებული დამოკიდებულება და მტკიცე რწმენა.


 
   2.     ადაპტური სპორტი  ---
          მიზანი:   განსხვავდება ჩვეულებრივი სპორტისაგან საშეჯიბრო წესებით. ადაპტური სპორტი აერთიანებს სარეაბილიტაციო სპორტს და საინვალიდო სპორტს.


3.    ადაპტური მოძრაობითი რეკრიაცია  ---
       მიზანი:   კარგი საშუალებაა     დაღლილობის, პროფილაქტიკის, გართობის, თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარებისათვის, საერთო გაჯანსაღებისთვის.

4.     ადაპტური ფიზიკური რეაბილიტაცია   ---
        მიზანი:    ტრამვების, სხვადასხვა დაავადებების, ფიზიკური და ფსიქიკური გადატვირთვის შედეგად გამოწვეული, დაკარგული ან დროებით დარღვეული ფუნქციის აღდგენა.












                               





სსსმ მოსწავლეები -- ფიზ. აღზრდის პრინციპები და ამოცანები

სსსმ მოსწავლეები -- ფიზ. აღზრდის პრინციპები

____    სსსმ მოსწავლეთა სპორტულ აქტივობებში ჩართვა;
____    სსსმ მოსწავლეთათვის თანაბარი პირობების შექმნა;
____    შესაბამისი სპეციალისტებისა და სსსმ მოსწ-თა  მშობლების ჩართვა სასწავლო                       პროცესში;
____    ფიზიკური  განათლების მიზანმიმართული და მრავალმხრივი საგანმანათლებლო             პროცესი;




       სსსმ მოსწავლეები -- ფიზ.ზღზრდის ამოცანები

_____    ჯანსაღი ცსოვრების წესის გაცნობა და მისი დაცვა;
_____    დამოუკიდებელი მოტორული ქმედების სტიმულირება და ფორმირება;
_____    მარტივი ფიზიკური ვარჯიშების ტექნიკის ათვისება;
_____    ზოგადგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსების შესწავლა და გამოყენება;
_____    სწორი მოძრაობითი უნარ-ჩვევების გამომუშავება.






ბავშვების განვითარების ასაკობრივი თავისებურება






                              ასაკობრივი თავისებურება


              ყველა ასაკს აქვს თავისი განვითარების  ამოცანა, მისი შესრულება აუცილებელი პირობაა ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის. ეს არის  - ძირითადი უნარ-ჩვევები, რომელსაც უნდა დაეუფლოს ბავშვი განსაზღვრულ პერიოდში.
             
              ჩვილი   (დაბადებიდან 1 წლამდე)  ---   ვითარდება ძირითადი მოძრაობითი შესაძლებლობები და ლაპარაკის დაწყება.  ჩნდება გაგება იმისი, რომ ადამიანები და საგნები არსებობენ, თუმცა არ ჩანს.  აღმოცენდება სითბო, მიჯაჭვულობა ერთ ან რამდენიმე ადამიანთან.
              ადრეული ბავშვობა  ( 1 -3 წ.)   --   მიმდინარეობს ლაპარაკის და მოძრაობითი შესაძლებლობის  შემდგომი განვითარება, სრულყოფილი ხდება ლაპარაკი, თამაშების კვალდაკვალ ხდება გარემოს შეცნობა და სწავლება, ისახება თვითკონტროლი.
              სკოლამდელი ასაკი  ( 3 - 6 წ. )  ---   ხდება  "ქალი - კაცის"   გაგების განვითარება,  სწორი  -  არასწორის  და ა. შ.    ბავშვი სწავლობს ერთობლივ თამაშს.
              უმცროსი სასკოლო ასაკი  --  ვითარდება თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, საკმარისი იმისთვის, რომ იყოს კოლექტივის წევრი, იზრდება თვითშემეცნება და ვითარდება შესაძლებლობების ფართო სპექტრი  ----  სწავლის, სპორტულობის, არტისტულობის.
              უმცროსი სასკოლო ასაკი    (6 - დან  -  11 წლამდე )   -----   ამ ასაკში ხდება ანატომიურ-ფიზიოლოგიური სისტემის მომწიფების დასრულება, უზრუნველყოფს მოძრაობით აქტივობას, თუმცა ჯერ კიდევ შორს არის მომწიფებისაგან სრულად. მოტორიკის განვითარება ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.
              უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით თანაბარია საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის განვითარებით. სხეულის სიგრძე ამ პერიოდში უფრო იზრდება, ვიდრე სხეულის მასა.  სახსრები ამ ასაკში ძალიან მოძრავი აქვთ, ჩონჩხი შედგება დიდი რაოდენობით  ხრტილოვანი ქსოვილით, ხერხემლის სვეტი ინარჩუნებს დიდ მოძრაობით უნარს 8-9 წლამდე. კვლევები ადასტურებს, რომ უმცროსი სასკოლო ასაკი შედარებით უფრო ხელსაყრელია მოძრაობითი უნარის გაზრდისთვის ყველა ძირითად სახსარში. 
              ამ ასაკში კუნთებს აქვთ თხელი ქსოვილი, რომელიც შედგება ცოტაოდენი ცილების და ცხიმების რაოდენობით, ამიტომ კიდურების მსხვილი კუნთები უფრო განვითარებულია, ვიდრე წვრილი. ამ ასაკში,  თითქმის მთლიანად სრულდება ნერვული სისტემის მორფოლოგიური განვითარება, მთავრდება ნერვული უჯრედების ზრდა  და სტრუქტურული დიფერენციაცია, თუმცა  ნერვული სისტემის ფუნქციონირება ხასიათდება აღგზნების პროცესის გადალახვით. უმცროს სასკოლო ასაკში, თითქმის ყველა მაჩვენებლის ფიზიკური ხარისხი ავლენს ზრდის ძალიან მაღალ ტემპს. გამონაკლისია მოქნილობის მაჩვენებელი, რომლის ზრდა ნელდება ამ პერიოდში.
               ფიზიკური თვისებების გასავითარებლად, ყველაზე ხელსაყრელია 7-10 წელი. ამ ასაკში ხდება  ბავშვის მოძრაობის ბიოდინამიკის ძლიერი განვითარება, უპირველესად მათი კოორდინაციული კომპონენტი. ამიტომ 7-10 წელი ხელსაყრელია პრაქტიკულად ყველა  მოძრაობით და კოორდინაციულ შესაძლებლობებისათვის, ადამიანი ყალიბდება მოძრაობით აქტივობაში. 
              სწავლის პერიოდში მოძრაობითი აქტივობა არა თუ იზრდება კლასიდან კლასში გადასვლისას, არამედ უფრო მცირდება, ამიტომ აუცილებელია ვუზრუნველყოთ ბავშვის  ჯანმრთელობა დღიური სამოძრაო ქმედების საკმარისი მოცულობით.
               11-12 წლის ასაკში იწყება სქესობრივი მომწიფება, 8-13 წლის გოგონებს უფრო ადრე, ვიდრე ბიჭების. გოგონები იზრდებიან სიმაღლეში  10-14 წლის ასაკში. ბიჭების სქესობრივი მომწიფება იწყება 10-13 წლის ასაკში.
               13-18 წ. თინეიჯერულ (მოზარდი) ასაკში სქესობრივი მომწიფების გამო ხდება მრავალფეროვანი ფიზიკური ცვლილებები. ამ დროს მოზარდს უნდა ჰქონდეს კარგი კვება, ძილი და რეგულირებული ფიზიკური აქტივობა.
               მოზარდობის ასაკში ინტენსიურად იზრდება გრძელი ლულოვანი ძვლები -- ზედა და ქვედა კიდურების, ჩქარდება ხერხემლის ზრდა სიმაღლეში. ხერხემლის სვეტი ძალიან მოძრავია, სისტემატიური დატვირთვა კუნთებზე აჩქარებს გაძვალების პროცესს და შეიძლება შეანელოს ძვლების ზრდა სიგრძეში.
                მოზარდობის ასაკში ჩქარი ტემპით ვითარდება კუნთური სისტემაც. ბიჭები გოგონებზე უკეთ ასრულებენ ვარჯიშებს, რომელთაც  მსხვილი მოტორული უნარი ესაჭიროება. გოგონები კი უკეთ ასრულებენ ბიჭებზე ნატიფი მოტორული უნარების საჭიროებების დროს.













среда, 29 марта 2017 г.

აერობული და ანაერობული ვარჯიშების პრაქტიკაში გამოყენება

          აერობული და ანაერობული ვარჯიშების პრაქტიკაში გამოყენება


         აერობული  ---- იგივე კარდიოვარჯიშები, წარმოადგენს ვარჯიშს, რომლის დროსაც ენერგიად მოიხმარება ჟანგბადი. ამით გამოირჩევა ანაერობული ვარჯიშისაგან, რომლის დროსაც ენერგია მიიღება კუნთებში.

          აერობული ვარჯიშები გრძელდება, როგორც წესი 2 წთ-ზე მეტი ხნით და არის ნაკლები ინტენსივობით, ვიდრე ანაერობული ვარჯიშები, რომლებიც არის უმეტესად მაღალი ინტენსივობით, მაგრამ 2 წთ-ზე ნაკლებ ხანს გრძელდება.           იმ სპორტში, სადაც საჭიროა ფიზიკური გამძლეობა, გამოიყენება აერობული ვარჯიშები, ხოლო იქ, სადაც გამძლეობა ნაკლებადაა საჭირო, მაგრამ საჭოროა ძალიან დიდი ძალა, იქ ანაერობული ვარჯიშები.
          აერობულ ვარჯიშებს მიეკუთვნება საშუალო და გრძელ მანძილზე რბენა, ცურვა, ველოსიპედით სიარული, სეირნობა და სხვა.
          თუ ფიზიკური დატვირთვა დიდია, ორგანიზმი გადადის ანაერობულ სუნთქვაზე. მისი მინუსი არის გულისრევის და თავბრუსხვევის შგრძნება.
          აერობული ვარჯიშების დადებითი მხარე:
 ----   ძლიერდება სუნთქვაში მონაწილე კუნთები;----    ძლიერდება გულის კუნთი;----    უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა;----    იზრდება ქსოვილების ჟანგბადით მომარაგება----    ეხმარება წონის კლებაში;----    აუმჯობესებს ტვინის მდგომარეობას;----    ამცირებს დიაბეტის განვითარების რისკს.           აერობული ვარჯიშები არ არის ეფექტური კუნთების ზრდისთვის. ეფექტურია წონაში კლებისთვის, თუ ვარჯიშობ ხანგრძლივად, მინიმუმ 20 წთ. კვირაში 3-ჯერ.



                                                 ანაერობული ვარჯიში

ინტერვალური დატვირთვა

                            ინტერვალური დატვირთვა


                          ეს არის ვარჯიშის სახეობა, როდესაც ხდება დატვირთვის ცვლილება მონაცვლეობით, მაღალი და დაბალი ინტენსივობით. მაგ. სპრინტით სირბილი და .

                 ინტერვალური ვარჯიშის ამოცანაა მოკლე დროში მივაღწიოთ აერობულ ზღვარს  ( ინტენსივობა, როდესაც ორგანიზმი გადადის ანაერობულ რეჟიმში და ენერგიის წყაროს სახით იყენებს ნაზშირწყლებს და არა ცხიმებს). და დავბრუნდეთ
 სავარჯიშო რეჟიმში.
                   აერობული ზღვარი შეადგენს მაქსიმალური პულსის 85 % -ს. ინტერვალური ვარჯიში გამოიყენება სირბილის, ცურვის, ველოსიპედის, სხვადასხვა კარდიო ტრენაჟორებით ვარჯიშის დროს.
                  დატვირთვის ხასიათიდან გამომდინარე ინტერვალური ვარჯიში წარმოადგენს აერობული ( დაბალინტენსიური ინტერვალი ) და ანაერობული (მაღალინტენსიური ინტერვალი ).                  აერობული შესაძლებლობის ასამაღლებლად გამოიყენება: თანაბარზომიერი და ცვალებადი დატვირთვების, ხანგრძლივად უწყვეტი ვარჯიშის მეთოდი.
                  გამძლეობის გასანვითარებლად ხშირად იყენებენ შემდეგ მეთოდებს:  თანაბარზომიერი წვრთნის მეთოდი, ცვალებადი წვრთნის მეთოდი, ინტერვალური მეთოდი, წრიული წვრთნის მეთოდი

вторник, 28 марта 2017 г.

ფიზიკური ვარჯიშის ფორმა

                           ფიზიკური ვარჯიშის ფორმა


                ამა თუ იმ ვარჯიშის მნიშვნელობა განისაზღვრება მისი ფორმით.

       ფიზიკური ვარჯიშის ფორმა  ----  ეს არის განსაზღვრული, მოწესრიგებული და თანმიმდევრული პროცესი.

       ფიზიკური ვარჯიშის ფორმაში ასხვავებენ   ----   შინაგან და გარეგან სტრუქრურას.       შინაგანი სტრუქტურა  ---- განპირობებულია ურთიერთშეთანხმებული მოქმედებით.განსხვავებული პროცესების შეთანხმებულობით და კავშირით  სხვადასხვა პროცესებისა, რომელიც მოხდება ორგანიზმში მოცემული ვარჯიშის შსრულებისას.

       გარეგანი სტრუქტურა  ----   ეს არის მისი ხილული ფორმა, რომელიც ხასიათდება თანაფარდობით სივრცის, დროის და დინამიურ ( ძალის ) მოძრაობის პარამეტრებით.

       ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი და ფორმა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან. ისინი ქმნიან ორგანულ ერთობას, ამასთან შინაარსი წამყვან როლს თამაშობს ფორმასთან მიმართებაში.

        მოძრაობითი ქმედების სრულყოფისათვის, აუცილებელია ვუზრუნველყოთ, პირველ რიგში მისი შინაარსობრივი მხარის შესაბამისი ცვლილება, შინაარსობრივი ცვლილებით კი იცვლება ვარჯიშის ფორმაც.






        


ფიზიკური ვარჯიში - ფიზ. აღზრდის საშუალება

                    ფიზიკური ვარჯიში - ფიზ. აღზრდის საშუალება


               ფიზ.აღზრდის ძირითადი საშუალებაა  -- ფიზიკური ვარჯიში, გამაჯანსაღებელი ბუნების ძალა და ჰიგიენური ფაქტორები.

             ფიზ აღზრდის ძირითადი სპეციფიკური საშუალება არის ფიზიკური ვარჯიში,   დამხმარე საშუალება  კი--  ბუნების გამაჯანსაღებელი ძალა და ჰიგიენური ფაქტორები.

             ფიზიკური ვარჯიში შედგება -- ფიზიკური ვარჯიშის შინაარსითა და ფიზიკური ვარჯიშის ფორმით. 

              დამუშავებული და გამოყენებული ვარჯიშების რიცხვი ძალიან დიდია სხვადასხვა სპორტის სახეში  ( ციკლური, აციკლური, დინამიკური, სტატისტიკური, აერობული და ანაერობული ), ისინი განსხვავდებიან ფორმით და შინაარსით.

             ჰიგიენა და გარემო პირობების გათვალისწინება აძლიერებს დადებით ეფექტს.

понедельник, 20 марта 2017 г.

მოგესალმებით,

             მოგესალმებით,


            ვარ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებელი, 36 წლიანი სტაჟით. როდესაც დავიწყე საგამოცდოდ მზადება, ინტერნეტში ვერ მოვიძიე ქართული რესურსი, ან მოძიებული რესურსი იყო მწირი, რომელიც ვერ დამეხმარებოდა სწავლების პროცესში. ამან გადამაწყვეტინა ამ ბლოგის შქმნა.
           მოხარული ვიქნები, თუ  მოცემული მასალა დაგეხმარებათ სასერთიფიკაციო გამოცდისთვის მომზადებაში.


           გისურვებთ წარმატებას!!!





          გამოყენებული ლიტერატურა:

სახელმძღვანელო: მასალები სასერტიფიკაციო გამოცდისთვის.

  
1.  Л.П. Матвеев   Теория физической культуры и спорта.
2.  www.fizkulturaisport.ru
3.  Высочин Ю. В., Шапошникова В. И. Физическое развитие и здоровье детей // Физическая культура в школе. 1999. № 
4.  .Дергач А. А., Исаев А. А. Педагогика и психология деятельности организатора детского спорта.  1985.
5.  Качашкин В. М. Методика физического воспитания. М.: Просвещение, 1980.
6.  Качашкин В. М. Физическое воспитание в начальной школе.  1983.  
7.   Колесов Д. В. Физическое воспитание и здоровье школьников.  1983.Лихачев Б. Т. Общие проблемы воспитания школьников. 1979.
8.  Сальникова Г. П. Физическое развитие школьников. – М.: Просвещение, 1968.
9.  Харитонов В. И. Взаимосвязь параметров физического развития школьников младших классов (6-7 лет) // Теория и практика физической культуры. 1997.
10.  სამედიცინო პორტალი -- მკურნალი.
11. http://www.wikipedia  -- ოლიმპიადები.
12. http://www.magma-team.ru

13.  http://медпортал.com


ფიზიკური აღზრდა

  ფიზიკური აღზრდა

               1.   ფიზიკური აღზრდა   --   არის მოძრაობის სწავლება და 

                    ფიზიკური თვისებების განვითარება.


                  ფიზიკური აღზრდა  -- მოწესრიგებული პედაგოგიური პროცესია, მიმართული ფიზიკური კულტურის ფაქტორების გამოყენებაზე, სადაც ჩართულია მოძრაობითი ქმედების სწავლება, რომლის შედეგად ფორმირდება მოძრაობითი უნარი, პირველდაწყებითი სწავლება და მასთან დაკავშირებული ცოდნა, ინდივიდის ფიზიკური თვისებების აღზრდა და მასთან მიმაგრებული მოძრაობითი შესაძლებლობები.

წინასიტყვაობა

 წინასიტყვაობა

                საქართველოში დიდი პრობლემაა ნარკომანია და დანაშაული მოზარდ თაობას შორის, რისი წინაპირობაცაა განუკითხაობა და გულგრილობა საზოგადოების მხრიდან.  

            პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მოზარდი თაობის სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე. ყველა ასაკისა და შესაძლებლობის მოსწავლე აქტიურად უნდა ჩავრთოთ სკოლის ცხოვრებაში.

         ხშირად უნდა ტარდებოდეს ვიქტორინები, შეჯიბრებები, ექსკურსიები, ლაშქრობები.

          ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ფიზიკური აღზრდისათვის საჭირო ინვენტარი და ინფრასტრუქტურა. სკოლაში უნდა მუშაობდეს უფასო სექციები, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ ვარჯიში და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.  

          მოსწავლეების აქტივობისა და მოტივაციის გასაუმჯობესებლად უნდა ტარდებოდეს სკოლებში შიდა სასკოლო შეჯიბრებები კლასებს შორის.

           მაგალითისათვის ჩვენი სკოლა გამოდგება, სადაც არ გვყავს არცერთი მწეველი მოსწავლე და არ არიან შემჩნეული კრიმინალში.



           ჩვენი სკოლის მოსწავლეები მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ როგორც შიდა სასკოლო, ისე სარაიონო შეჯიბრებებში, ვიქტორინებში, საგნობრივ ოლიმპიადებში და აღწევენ წარმატებებს, რაშიც ხელს გვიწყობს სკოლის დირექცია და რესურსცენტრი.

ფიზიკური თვისებები

   ფიზიკური თვისებები


            ფიზიკური თვისებებია:   სისწრაფე, გამძლეობა (ამტანობა), სიმარჯვე, მოქნილობა, ძალა.

       1.    სისწრაფე ადამიანის მიერ, მოძრაობის უმცირეს დროში შესრულების შესაძლებლობაა. მოძრაობის სისწრაფე, პირველ რიგში განისაზღვრება თავის ტვინის ქერქის სათანადო ნერვული ქმედებით, რომელიც იწვევს კუნთების დაძაბვას. იგი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული მოსწავლის ტექნიკური მომზადების სრულყოფაზე, კუნთების ძალასა და ელასტიკურობაზე, სახსრების მოძრაობის უნარიანობაზე.      

           სისწრაფის გასანვითარებლად გამოიყენება ვარჯიშები მძლეოსნობიდან, სპორტული თამაშები და მოძრავი თამაშები სირბილის ელემენტებით.

        2.    გამძლეობა (ამტანობა) -- არის ადამიანის უნარი გარკვეული ინტენსივობით, ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ეფექტურობის დაქვეითების გარეშე, შეასრულოს ამოცანა. ამ ფიზიკური თვისების გასანვითარებლად, საჭიროა ერთი და იმავე ვარჯიშის  ( ფიზიკური აქტივობის )  მრავალჯერ გამეორება. 

            ასეთი ერთსახოვანი დატვირთვა ბავშვებში გადაღლას იწვევს და მათ მოძრაობისადმი ინტერესს უკარგავს, ამიტომ განსაკუთრებით უმცროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეებში, მიზანშეწონილია ამ თვისების განვითარება მოძრავი თამაშების მეშვეობით.

          3.   სიმარჯვე   --  არის   ადამიანის მიერ  შესრულების  უნარი,  ახალი მოძრაობის  სწრაფად  დაუფლებისა და ცვალებადი გარემოს მოთხოვნის შესაბამისად, ასევე მოძრაობითი ქმედების სწრაფად შეცვლის უნარია. სიმარჯვე ბავშვს უვითარებს მიცემული დავალების რაციონალურად, ე. ი. უმცირესი ენერგიის დახარჯვით შესრულების უნარს. სიმარდის განვითარების ძირითადი გზაა, ახალი, სხვადასხვაგვარი მოძრაობითი უნარ-ჩვევების დაუფლება. ახალი ჩვევების გაძლიერება მეტ-ნაკლებად თანაბრად უნდა ხდებოდეს.  

              სიმარჯვის გასანვითარებლად შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა მოძრავი თამაში, რომელიც ეხმარება ბავშვს ლაღი და თავისუფალი მოძრაობების შესრულებაში.

              4.  მოქნილობა  --  მოძრაობათა  დიდი ამპლიტუდით შესრულების შესაძლებლობაა, რაც დამოკიდებულია სახსრებში ძვრადობასა და კუნთების ელასტიურობაზე. ე. ი. მათი დაჭიმულობისა და შეკუმშვის უნარზე. მოქნილობა გავლენას ახდენს მოძრაობის სისწრაფესა და სიზუსტეზე. უნდა ვისწრაფვოდეთ, ბავშვს შევუნარჩუნოთ ბუნებრივი მოქნილობა. მოძრავი თამაშის არჩევისას, გასათვალისწინებელია, რომ მოქნილობა ვითარდება მოძრაობის დიდი ამპლიტუდით შსრულების დროს.

               ამრიგად, ფიზიკური აღზრდის საშუალებებს შორის მოძრავი თამაში გამორჩეულია. იგი ხელს უწყობს აღმზრდელობით, საგანმანათლებლო ამოცანების ეფექტურ გადაჭრას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ბავშვის აღზრდაში. მოძრავი თამასი უზრუნველყოფს ძირითადი ფიზიკური თვისებების განვითარებას, რომლის საფუძველზეც ბავშვი წარმატებით ეუფლება მოძრაობით უნარ-ჩვევა ბავშვებს.
              აქტიური მოძრაობა   ბავშვის ორგანიზმში აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას, რაც პოზიტიურად მოქმედებს მის ჯანმრთელობაზე.


               5.  ძალა  --  არის ადამიანის შესაძლებლობა გადალახოს გარეგანი წინააღმდეგობა, ან იმოქმედოს კუნთური დაძაბვის ხარჯზე.    ძალის უნარიანობა იზომეტრული და მასთან ახლოს მდგომი ტიპის, კუნთური დაძაბულობის დროს ვლინდება, რომელიც სრულდება კუნთების სიგრძის შეუცვლელად, ან კუნთების ნელი შეკუმშვით. ზღვრული ან ზღვრულთან ახლო  მდგომი დამამძიმებელი საგნების აწევის დროს. ( მაგ. შტანგის მკერდიდან აკვრა ).

             

                  ანსხვავებენ:  

           1.   ძალისმიერ  ვარჯიშებს, რომლებითაც ხორციელდება გარეთა წინააღმდეგობის დაძლევა  ( იარაღის წონა, თანაგუნდელის წინააღმდეგობა, დრეკადი სხეულის წინააღმდეგობა, გარემო პირობების წინააღმდეგობას -- სიარულს და სირბილს სილაში, თოვლში).

             2.   ვარჯიშებს, რომელთა დროს ხდება საკუთარი წონის დაძლევა  (გამოყენებულია ისეთი ვარჯიშებიც, როცა საკუთარი სხეულის წონით დამძიმებას ემატება გარეშე საგნების წონა ).












ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციები

       ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციები



              ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციები არის მხოლოდ ის, რომლებიც დამახასიათებელია მხოლოდ მისთვის. ამიტომ სხვა, რომელიმე ზოგად კულტურას არ შეუძლია შეცვალოს ფიზიკური კულტურა.  მისი სპეციფიკური ფუნქციებია:
 1.   ფიზიკური აღზრდის ფუნქცია;
 2.   გამაჯანსაღებელ - რეკრეაციული ფუნქცია;
 3.   საშეჯიბრო - მიღწევის ფუნქცია;

1.    ფიზიკური აღზრდის ფუნქცია --- ფიზიკური აღზრდა, როგორც ადრე იყო ფორმირებული, წარმოადგენს სპეციალურ ორგანიზებულ პროცესს, რომლის არსი არის  მოძრაობითი შესაძლებლობების განვითარება, მოძრაობის სწავლება, ფიზკულტურული ცოდნის ფლობა და ფიზკულტურული ცოდნის შესაძლებლობების ფორმირება.
        ასე, რომ ფიზიკური აღზრდის ფუნქცია აკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნილებას ფიზიკურ სრულყოფაში.


пятница, 17 марта 2017 г.

დატვირთვის კლასიფიკაცია

                                   დატვირთვის კლასიფიკაცია

                ლიტერატურაში არის დატვირთვის კლასიფიკაცია ახალგაზრდა სპორტსმენებისათვის, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ ფიზკულტურის გაკვეთილზე.

               ორგანიზმზე დატვირთვა სიდიდის მიხედვით  შეიძლება დაიყოს:  განმავითარებელი, მხარდამჭერი და აღმდგენი.

               1.    განმავითარებელ დატვირთვას მიეკუთვნება დიდი და მნიშვნელოვანი დატვირთვა, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის ძირითად ფუნქციონალურ სისტემაზე მაღალი  ზემოქმედებით და იწვევს გადაღლის მნიშვნელოვან დონეს.   180 პულსის და მაღლა ---  = 100 %  და 160 დარტყმა   ---   =  70 %  დატვირთვას.

               2.      მხარდამჭერი   (  სტაბილური  )  ---   მიეკუთვნება საშუალო დატვირთვას ---    50  ---  60%  დონეზე.    შედარებით დიდ დატვირთვაზე   ----  150 დარტყმა  =  50 %    შრომისუნარიანობას.

               3.      აღმდგენ დატვირთვას    პატარა დატვირთვა მიეკუთვნება,  მოსწავლის ორგანიზმზე 25 --30 % .  შედარებით დიდ დატვირთვაზე   --- 130 დარტყმა  = 30 -- 40 %  შრომისუნარიანობას.

          ადგილის ზემოქმედებასთან დაკავშირებით ანსხვავებენ საერთო და ლოკალურ დატვირთვას.  მაგ. რბენა, ხტომა, მნიშვნელოვნად აქტივირებს გულ-სისხლძარღვთა და  სასუნთქ სისტემას, ამაგრებს ქვედა კიდურების კუნთებს, მოქმედებს საყრდენ - მამოძრავებელ აპარატის წონაზე  ისე,  რამდენადაც საერთო ზემოქმედებას ახდენს. ტყორცნა ლოკალურ გავლენას ახდენს ხელებისა და მხრის სარტყლის კუნთებზე.
           დატვირთვას თავისი ინტენსივობით განსაზღვრავენ მუშაობის მოცულობის ზონებთან შეთანხმებით.
            დატვირთვა შეიძლება იყოს სტანდარტული და ცვლადი.














ფიზიკური დატვირთვა სპორტის გაკვეთილზე

   ფიზიკური დატვირთვა სპორტის გაკვეთილზე

           წესისამებრ,  ტრადიციული სქემაა: ფიზკულტურის გაკვეთილის მართვა პედაგოგმა უნდა განსაზღვროს: ამოცანები, მეთოდები და საშუალებები, ასევე რაოდენობა და ინტენსივობა თითოეული მოვარჯიშისა ინდივიდუალურად.

                     ბავშვები ბუნებით ფლობენ თვითრეგულაციის სრულყოფილ სისტემას, ვიდრე უფროსები. ბავშვი იზრდება და ვითარდება გარეგანი და შინაგანი სფეროს დამოკიდებულებით.           გარეგანი  ( გარემო პირობები და ვარჯიშები);          შინაგანი  (  ბუნებრივი ზრდის გენეტიკური ფაქტორები ).       გამოცდილი პედაგოგი

ვერ შეათავსებს გარე და შინაგან ფაქტორებს  ისე, როგორც თვითონ ბავშვი, თუ მას არ უშლიან ხელს.          ამიტომ ბავშვს აქვს თვითრეგულირების უნარი, რომ სხეული დაიცვას ზედმეტი დატვირთვისაგან.

          სკოლის პირობებში დატვირთვა უნდა იყოს ოპტიმალური ყველა მოსწავლისთვის, არ შეიძლება დავუშვათ გადატვირთვა , რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს სწრაფი გადაღლა, მაგრამ არ უნდა შევიზღუდოთ ძალიან დაბალი დატვირთვით, ამ დროს ფიზიკურ დატვირთვას არ ექნება სავარჯიშო ეფექტი.











დატვირტვის რეგულირების ხერხები გაკვეთილზე

   დატვირთვის რეგულირების ხერხები გაკვეთილზე


              მასწავლებლის პროფესიული დონე და ოსტატობა განისაზღვრება იმით, თუ როგორ ოპერატიულად და გონივრულად შეუძლია  დატვირთვის რეგულირება გაკვეთილის განმავლობაში.


           მასწავლებელმა უნდა იცოდეს დატვირთვის მართვის ხერხები მოსწავლეებისთვის.  თავის დროზე აამაღლოს, დაუკლოს ან გააჩეროს ის, ოპტიმალურ დონეზე.  

          უნდა გვახსოვდეს, რომ დატვირთვის რეგულირება უნდა მოხდეს (განხორციელდეს ) ყოველმხრივ, ფიქრისა და ხელოვნების გამოყენებით -- გაკვეთილის მეთოდიკით: გაკვეთილის მოქნილი  საშუალებების გააზრებული შერჩევა, სწავლების მეთოდები  და ფიზ აღზრდის მეთოდები გამოვიყენოთ ხელოვნებით, სწავლების პრინციპების რეალიზებით.

ფიზიკური აღზრდის მეთოდები

               ფიზიკური აღზრდის მეთოდები


         ფიზიკური აღზრდის მეთოდები  --- განიხილავს მოსწავლეების ენერგეტიკული მარაგის გამოყენებას.

        სისტემურ, მოფიქრებულ, მიზანმიმართულ ენერგეტუკული მარაგის გამოყენებას მივყავართ საერთო და სპეციალურ შრომისუნარიანობის ამაღლებისკენ. დატვირთვის რეგულირებას ამ დროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

        ციკლური სახეების მეტრაჟის --- (რბენა 300მ. ან 100 მ.)     დისტანციის დაშორების ცვლა.

        აციკლურ სახეებში  -----   სივრცის სიდიდის ცვლა, რომელიც უნდა გადალახოს მოთამაშემ და სხვა.

         ხანგრძლივობის ცვლა, ვარჯიშის შესრულებისას  ----- რბენა ან მოძრავი თამაში, ჩატარებული 3 წთ-ის განმავლობაში, მოახდენენ ნაკლებ ზემოქმედებას ორგანიზმზე, ვიდრე ისეთივე ვარჯიში, ჩატარებული უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

          ჯამური წონის ცვლა აძალვისას  -----  1. ჩაჯდომი -- საკუთარი წონის გადალახვა, 2. ჩაჯდომი ბურთით -- საკუთარი წონის გადალახვა, პლიუს ბურთის წონა,  3. ჩაჯდომი პარტნიორთან ერთად  --  საკუთარი წონის გადალახვა, პლიუს პარტნიორის წონა.

           ინტენსივობის ცვლა  ----   სიწრაფის მომატების ან მოკლების ხარჯზე, ტემპის, მოძრაობის რიტმის, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში წარმოგვიდგენს სხვადასხვა მოთხოვნილებას  ორგანიზმისგან და ემსახურება ასევე, დატვირთვის რეგულირების საშუალებით.

             შესრულების პირობების ცვლა -----   ვარჯიშები:  რბენა მთაზე, წინაღობის გადალახვა ქვიშაზე, თოვლში  და სხვა.

             ვარჯიშების სახის  და ხასიათის ცვლა  ---- ერთგვაროვანი მოქმედების სახეებით, ნელ რბენას ორგანიზმი მიჰყავს სწრაფ ნერვულ და ფიზიკურ გადაღლისკენ. კოორდინაციული და ძალისმიერი ვარჯიშები ითხოვს ყურადღების მნიშვნელოვან ფოკუსირებას და დაძაბულ ძალისხმევას და მიჰყავს დიდ დატვირთვისკენ და სხვა.

             ფიზიკური აღზრდის მეთოდები მრავალფეროვანია  ----   ყველაზე უფრო დატვირთვის მკაცრი რეგულირება სრულდება რეგლამენტირებულ მეთოდებში: გამეორება, ცვლადობა, ინტერვალური, პროგრესირებადი ვარჯიშის მეთოდი, მუშაობის მოცულობის ცვლილების  ხარჯზე.

              თამაშობითი მეთოდი ყველა  მისი მრავალსახეობით  -----  იმიტაციური, სიუჟეტური, მოძრავი და სპორტული თამაშები.  ტექნიკური და ტაქტიკური სრულყოფის ავლით, კომპლექსური ფიზიკური განვითარების , ინტელექტუალური, მორალური, ნებელობითი და ემოციური თვისებები ითხოვს მნიშვნელოვან ენერგოხარჯვას, ეხმარება შრომისუნარიანობის ამაღლებას.

                           თამაშობითი მეთოდი


              ადრე ნასწავლი ფიზიკური ვარჯიშის ჩართვა თამაშის მოქმედებაში , როგორც წესი,  ამაღლებს დატვირთვას, მისი ეფექტურობის შესრულების ხარჯზე მოსწავლის მომზადებულობის პირობებში, პროგრამული მოთხოვნილების, მეცადინეობის პირობებთან შეთანხმებით.
              ემოციური აქტიურობის ამაღლებასთან დაკავშირებით,  თამაშის ხასიათის მაქსიმალური ინტენსივობის შესაძლებლობის გამოყენებით, დატვირთვის რეგულირება თამაშის მეთოდში გაძნელებულია, თუმცა ამა თუ იმ თამაშის გამოყენებისას დატვირთვის რეგულირება შეიძლება:
 -----     თამაშების ჩატარება ხანმოკლე შესვენებებით ან უიმისოდ;
 -----     თამაშის რიცხვების გაზრდით ან შემცირებით, ან ეპიზოდების გამეორებით;
 -----      თამაშის დროის გაზრდა ან შემცირება;
 -----      დისტანციის გაზრდა ან შემცირება, თამაშების მოედნის ზომების გაზრდა ან                    შემცირება;
  -----      მოთამაშეების გაზრდა ან შემცირება გუნდში და სხვა; 
  -----      წინაღობის რიცხვის გაზრდა , წონის გაზრდა ან შემცირება, გადასაცემი საგნის                    რიცხვი და ა.შ.

 











ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი

ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი


            ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი ----- ეს არის თანაფარდობა ფიზიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ბიომექანიკური პროცესების, რომელიც ხდება მიცემული ვარჯიშის შრსრულებისას: ფიზიოლოგიური ძვრები ორგანიზმში, ფიზიკური თვისებების გამოვლენის ხარისხი.

          ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი ---  იწვევს მათ გამაჯანსაღებელ მნიშვნელობას, პიროვნებაზე მოქმედების საგანმანათლელო როლი აქვს. ე. ი. შინაარსი პასუხისმგებელია პიროვნების გამაჯანსაღებელ და საგანმანათლებლო როლზე.

            გამაჯანსაღებელი მნიშვნელობის ფიზიკური ვარჯიშის შესრულება ორგანიზმის ფუნქციურ და მორფოლოგიურ  ცვლილებას უწყობს ხელს, ჯანმრთელობის მაჩვენებლებს აუმჯობესებს სამკურნალო ეფექტით.
            1.     გამაჯანსაღებელი თვისება აუცილებელია ჰიპოკენზიისთვის, ჰიპოდინამიისთვის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებისთვის. მოქმედებს ადამიანის ფიზიკური თვისებების განვითარებაზე, აუმჯობესებს ფიზიკურ მომზადებულობას და სრულყოფას.
            2.     ფიზიკური ვარჯიშის საგანმანათლებლო როლი --- ფიზიკური ვარჯიშის საშუალებით ადამიანი შეიმეცნებს მოძრაობის კანონებს გარემოში, საკუთარ სხეულს და მის ნაწილებს. დაეუფლება სპორტში მოძრაობების უფრო რთულ მოძრაობით ქმედებებს და კანონებს.
          ფიზიკური ვარჯიშის  პროცესში  ხდება მთელი რიგი  სპეციალური ცოდნის ათვისება, ავსებს და აღრმავებს ადრე ნასწავლს.
            3.      მოქმედება პიროვნებაზე  ----  ფიზიკური ვარჯიში ამაღლებს პიროვნულ ხარისხს. შინაარსით ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში, როგორც წესი ადამიანზე მოქმედებს კომპლექსურად, ამა თუ იმ ვარჯიშის  მნიშვნელობა გამოიხატება მისი ფორმით.



                        

понедельник, 20 февраля 2017 г.

დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები

              დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები


             დატვირთვის განსაზღვრისთვის იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს: პედაგოგის დაკვირვება მისაწვდომი ხერხია, მოსწავლის გარეგნულ შეხედულებაზე და მათი მოქცევის მანერაზე.

              გახშირებული სუნთქვით  ---  მსჯელობენ დატვირთვის ხარისხზე, კანის საფარვლის ფერის შეცვლაზე, ოფლდენის ინტენსივობაზე, ასევე ემოციური მდგომარეობაზე, ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის ხარისხზე, აღნაგობაზე, მოქცევაზე და სხვა. თუმცა ძნელია განსაზღვრო ფიზიკური ვარჯიშის ზემოქმედების ხარისხი ადამიანის ორგანიზმზე გარეგნული შეხედულებით.

             დატვირთვის  გამოსავლენად სკოლის პირობებში ყველაზე მარტივი და ობიექტური მეთოდია   --- "პულსომეტრია", გულის სიხშირის განსაზღვრა, "პალპატორული" (თითებით)მეთოდით,   რომელიც ეხმარება მასწავლებელს ოპერატიურად განსაზღვროს მოცემული დავალება --- მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, მისი ფიზიკური განვითარების და მომზადებულობის დონე. ეს მეთოდი აცნობს და აღჭურავს მოსწავლეს (უმეტესად უფროსკლასელებს) თვითკონტროლის ცოდნით.

             კონტროლის მაჩვენებლებით ანსხვავებენ დატვირთვის "გარეგან" და "შინაგან"  მხარეს.

             გარეგანი დატვირთვა ასახავს ხანგრძლივობას, სისწრაფეს, გამეორების რაოდენობას, იარაღთან მისვლას,ელემენტებს, აწეულ წონას და სხვა.

              შინაგანი ფიზიოლოგიური დატვირთვა არის -- ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობის განმსაზღვრელი საზომი ,  სასწავლო ფიზიკური დატვირთვის დროს.







ზოგადი მონაცემები დატვირთვაზე

                     ზოგადი მონაცემები დატვირთვაზე


               დატვირთვა ასახავს მოქმედების ხარისხს ფიზიკური ვარჯიშისას, მთლიანად ადამიანის ორგანიზმზე.

               მოცულობა  ----- რაოდენობრივი მხარე დატვირთვისა, შესრულებული განსაზღვრულ დროში. გაკვეთილზე შეიძლება განისაზღვროს დისტანციის ნაწილი, გაზომილი - გასავლელად, ვარჯიშის შესრულების ხანგრძლივობა, ელემენტების რაოდენობა   (ან გავლილის რაოდენობა), ასევე ჯამური წონა აწევებისას  ( ამა თუ იმ აწევის წონის ჯამი).
             ინტენსივობა  ----  მუშაობის ინტენსივობა, ეს არის ძალის დაძაბვა განსაზღვრულ პერიოდში, მათი კონცენტრაცია.  ინტენსივობა შეიძლება დავარეგულიროთ დროის ცვლის ხარჯზე და პირობებზე ვარჯიშის შესრულებისას: (სისწრაფე, ტემპი, მოძრაობის რიტმი), ასევე ვარჯიშების შესრულების დაძაბვაზე.   (აწევის ან მოძრაობის აქტების მოცულობის გამოყენებით -- (სისწრაფე და ძალა)).

               დატვირთვის მოცულობაში იგულისხმება მისი რაოდენობის ჯამი დროის ერათეულში.

              დატვირთვის ინტენსივობაში კი მომეცადინეთა ფუნქციური დაძაბულობის ხარისხი.





ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლები

                       ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლები


            ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დამოკიდებულია ცალკეული მოძრაობის ბიომექანიკურ მახასიათებელზე ---- კინემატიკური, დინამიური და რიტმული. ანსხვავებენ: სივრცული,დროითი, სივრცულ-დროითი, დინამიური ხასიათის მოძრაობა, რიტმული. 

           1.       კინემატიკური მახასიათებელი  --- შედის:


        ა)    სივრცული მახასიათებელი  ----  მიეკუთვნება სხეულის და მისი ნაწილების მდგომარეობა ( საწყისი მდგომარეობა და ოპერატიული პოზა მოძრაობის შესრულების პროცესში), მიმართულება, ამპლიტუდა, ტრაექტორია. 

         ბ)    დროის მახასიათებელი  ---  მას მიეკუთვნება მოძრაობისა და ტემპის ხანგრძლივობა, ვარჯიშის  ხანგრძლივობა  (რბენა,ცურვა და სხვა)მთლიანად  განსაზღვრავს მისი მოქმედების სიდიდეს (დატვირთვა). ცალკეული მოძრაობის ხანგრძლივობა, მოქმედებს მთლიანად ციკლური ვარჯიშის მოძრაობით ქმედებაზე.  (რბენა, ცურვა, სიარული).

          გ)    სივრცულ-დროითი მახასიათებელი  ----  ეს არის სისწრაფე და აჩქარება. ის განსაზღვრავს სხეულისა და მისი ნაწილების გადაადგილებას სივრცეში. მოძრაობის სისწრაფე დამოკიდებულია მის სიხშირეზე (ტემპი), დატვირთვის სიდიდეზე, მოძრაობითი ქმედების შედეგზე  (რბენა, სიარული, ხტომები).

           2.     დინამიური მახასიათებელი  ----  ის ასახავს შინაგანი და გარეგანი  ძალის ურთიერთქმედებას მოძრაობის პროცესში. 

               ა)       შინაგანი ძალა  -----  არის აქტიური  შეკუმშვის ძალა -- კუნთების დაძაბვა, ელასტიურობის ძალა. კუნთების გაჭიმვისას ელასტიური წინააღმდეგობა, იოგების რეაქტიული ძალა. თუმცა შინაგან ძალას არ შეუძლია სხეულის სივრცეში გადაადგილება, თუ არ დაეხმარა გარეგანი ძალა.

               ბ)      გარეგანი ძალას  ----   მიეკუთვნება საყრდენის რეაქცია,  გრავიაციული ძალა ( სიმძიმის ძალა ), გარემოს წინააღმდეგობა ( წყალი, ჰაერი და სხვა ), ინერციული ძალით გადაადგილება ( საგნების და სხვა ).

                 3.     რიტმი  ----არის როგორც ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის კომპლექსური მახასიათებელი, ნიშნავს კანონიერ  წესრიგს, ძალისხმევის განაწილებას სივრცესა და დროში, მისი  თანამიმდევრობით შეცვლის  (გაზრდა და შემცირება ) მოქმედების დინამიკაში. რიტმი აერთიანებს ტექნიკის ყველა ელემენტს.










воскресенье, 19 февраля 2017 г.

ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა

              ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა


          მოძრაობის მიზნობრივი შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკაზეც.

           ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის დროს იგულისხმება,  მოძრაობითი ქმედების შესრულების ხერხები.

           ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა:  მოსამზადებელი, ძირითადი (წამყვანი) და დასკვნითი (დამამთავრებელი).

           მოსამზადებელი ფაზა -- არის იმისთვის, რომ შექმნას ხელსაყრელი პირობები მოქმედების მთავარი ამოცანისათვის ( მაგ. სასტარტო მდგომარეობა მორბენლის მოკლე დისტანციაზე, გაქნევი ბადროს ტყორცნის დროს და ა.შ.).

           ძირითადი ფაზა --- შედგება მოძრაობისგან, რომლის დახმარებით გადაწყდება მოქმედების მთავარი ამოცანა ( მაგ. სასტარტო გარბენი და რბენა დისტანციაზე მოხვევისას და ფინალური ძალისხმევა  ბადროს ტყორცნის დროს. 

             დასკვნითი ფაზა ---  ამთავრებს მოქმედებას ( მაგ. ფინიშის შემდეგ ინერციული გარბენი, წონასწორობის შესანარჩუნებელი მოძრაობა და ინერციის დაწყნარება ტყორცნის შემდეგ და სხვა ).