ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლები
ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დამოკიდებულია ცალკეული მოძრაობის ბიომექანიკურ მახასიათებელზე ---- კინემატიკური, დინამიური და რიტმული. ანსხვავებენ: სივრცული,დროითი, სივრცულ-დროითი, დინამიური ხასიათის მოძრაობა, რიტმული.
1. კინემატიკური მახასიათებელი --- შედის:
ა) სივრცული მახასიათებელი ---- მიეკუთვნება სხეულის და მისი ნაწილების მდგომარეობა ( საწყისი მდგომარეობა და ოპერატიული პოზა მოძრაობის შესრულების პროცესში), მიმართულება, ამპლიტუდა, ტრაექტორია.
ბ) დროის მახასიათებელი --- მას მიეკუთვნება მოძრაობისა და ტემპის ხანგრძლივობა, ვარჯიშის ხანგრძლივობა (რბენა,ცურვა და სხვა)მთლიანად განსაზღვრავს მისი მოქმედების სიდიდეს (დატვირთვა). ცალკეული მოძრაობის ხანგრძლივობა, მოქმედებს მთლიანად ციკლური ვარჯიშის მოძრაობით ქმედებაზე. (რბენა, ცურვა, სიარული).
გ) სივრცულ-დროითი მახასიათებელი ---- ეს არის სისწრაფე და აჩქარება. ის განსაზღვრავს სხეულისა და მისი ნაწილების გადაადგილებას სივრცეში. მოძრაობის სისწრაფე დამოკიდებულია მის სიხშირეზე (ტემპი), დატვირთვის სიდიდეზე, მოძრაობითი ქმედების შედეგზე (რბენა, სიარული, ხტომები).
2. დინამიური მახასიათებელი ---- ის ასახავს შინაგანი და გარეგანი ძალის ურთიერთქმედებას მოძრაობის პროცესში.
ა) შინაგანი ძალა ----- არის აქტიური შეკუმშვის ძალა -- კუნთების დაძაბვა, ელასტიურობის ძალა. კუნთების გაჭიმვისას ელასტიური წინააღმდეგობა, იოგების რეაქტიული ძალა. თუმცა შინაგან ძალას არ შეუძლია სხეულის სივრცეში გადაადგილება, თუ არ დაეხმარა გარეგანი ძალა.
ბ) გარეგანი ძალას ---- მიეკუთვნება საყრდენის რეაქცია, გრავიაციული ძალა ( სიმძიმის ძალა ), გარემოს წინააღმდეგობა ( წყალი, ჰაერი და სხვა ), ინერციული ძალით გადაადგილება ( საგნების და სხვა ).
3. რიტმი ----არის როგორც ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის კომპლექსური მახასიათებელი, ნიშნავს კანონიერ წესრიგს, ძალისხმევის განაწილებას სივრცესა და დროში, მისი თანამიმდევრობით შეცვლის (გაზრდა და შემცირება ) მოქმედების დინამიკაში. რიტმი აერთიანებს ტექნიკის ყველა ელემენტს.
Комментариев нет:
Отправить комментарий