ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა
ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა
მოძრაობის მიზნობრივი შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკაზეც.
ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის დროს იგულისხმება, მოძრაობითი ქმედების შესრულების ხერხები.
ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა: მოსამზადებელი, ძირითადი (წამყვანი) და დასკვნითი (დამამთავრებელი).
მოსამზადებელი ფაზა -- არის იმისთვის, რომ შექმნას ხელსაყრელი პირობები მოქმედების მთავარი ამოცანისათვის ( მაგ. სასტარტო მდგომარეობა მორბენლის მოკლე დისტანციაზე, გაქნევი ბადროს ტყორცნის დროს და ა.შ.).
ძირითადი ფაზა --- შედგება მოძრაობისგან, რომლის დახმარებით გადაწყდება მოქმედების მთავარი ამოცანა ( მაგ. სასტარტო გარბენი და რბენა დისტანციაზე მოხვევისას და ფინალური ძალისხმევა ბადროს ტყორცნის დროს.
დასკვნითი ფაზა --- ამთავრებს მოქმედებას ( მაგ. ფინიშის შემდეგ ინერციული გარბენი, წონასწორობის შესანარჩუნებელი მოძრაობა და ინერციის დაწყნარება ტყორცნის შემდეგ და სხვა ).
Комментариев нет:
Отправить комментарий