დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები
დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები
დატვირთვის განსაზღვრისთვის იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს: პედაგოგის დაკვირვება მისაწვდომი ხერხია, მოსწავლის გარეგნულ შეხედულებაზე და მათი მოქცევის მანერაზე.
გახშირებული სუნთქვით --- მსჯელობენ დატვირთვის ხარისხზე, კანის საფარვლის ფერის შეცვლაზე, ოფლდენის ინტენსივობაზე, ასევე ემოციური მდგომარეობაზე, ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის ხარისხზე, აღნაგობაზე, მოქცევაზე და სხვა. თუმცა ძნელია განსაზღვრო ფიზიკური ვარჯიშის ზემოქმედების ხარისხი ადამიანის ორგანიზმზე გარეგნული შეხედულებით.
დატვირთვის გამოსავლენად სკოლის პირობებში ყველაზე მარტივი და ობიექტური მეთოდია --- "პულსომეტრია", გულის სიხშირის განსაზღვრა, "პალპატორული" (თითებით)მეთოდით, რომელიც ეხმარება მასწავლებელს ოპერატიურად განსაზღვროს მოცემული დავალება --- მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, მისი ფიზიკური განვითარების და მომზადებულობის დონე. ეს მეთოდი აცნობს და აღჭურავს მოსწავლეს (უმეტესად უფროსკლასელებს) თვითკონტროლის ცოდნით.
კონტროლის მაჩვენებლებით ანსხვავებენ დატვირთვის "გარეგან" და "შინაგან" მხარეს.
გარეგანი დატვირთვა ასახავს ხანგრძლივობას, სისწრაფეს, გამეორების რაოდენობას, იარაღთან მისვლას,ელემენტებს, აწეულ წონას და სხვა.
შინაგანი ფიზიოლოგიური დატვირთვა არის -- ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობის განმსაზღვრელი საზომი , სასწავლო ფიზიკური დატვირთვის დროს.
Комментариев нет:
Отправить комментарий