Поиск по этому блогу

понедельник, 20 февраля 2017 г.

დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები

              დატვირთვის განსაზღვრის (ხერხები) მეთოდები


             დატვირთვის განსაზღვრისთვის იყენებენ განსხვავებულ მიდგომებს: პედაგოგის დაკვირვება მისაწვდომი ხერხია, მოსწავლის გარეგნულ შეხედულებაზე და მათი მოქცევის მანერაზე.

              გახშირებული სუნთქვით  ---  მსჯელობენ დატვირთვის ხარისხზე, კანის საფარვლის ფერის შეცვლაზე, ოფლდენის ინტენსივობაზე, ასევე ემოციური მდგომარეობაზე, ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის ხარისხზე, აღნაგობაზე, მოქცევაზე და სხვა. თუმცა ძნელია განსაზღვრო ფიზიკური ვარჯიშის ზემოქმედების ხარისხი ადამიანის ორგანიზმზე გარეგნული შეხედულებით.

             დატვირთვის  გამოსავლენად სკოლის პირობებში ყველაზე მარტივი და ობიექტური მეთოდია   --- "პულსომეტრია", გულის სიხშირის განსაზღვრა, "პალპატორული" (თითებით)მეთოდით,   რომელიც ეხმარება მასწავლებელს ოპერატიურად განსაზღვროს მოცემული დავალება --- მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, მისი ფიზიკური განვითარების და მომზადებულობის დონე. ეს მეთოდი აცნობს და აღჭურავს მოსწავლეს (უმეტესად უფროსკლასელებს) თვითკონტროლის ცოდნით.

             კონტროლის მაჩვენებლებით ანსხვავებენ დატვირთვის "გარეგან" და "შინაგან"  მხარეს.

             გარეგანი დატვირთვა ასახავს ხანგრძლივობას, სისწრაფეს, გამეორების რაოდენობას, იარაღთან მისვლას,ელემენტებს, აწეულ წონას და სხვა.

              შინაგანი ფიზიოლოგიური დატვირთვა არის -- ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობის განმსაზღვრელი საზომი ,  სასწავლო ფიზიკური დატვირთვის დროს.







ზოგადი მონაცემები დატვირთვაზე

                     ზოგადი მონაცემები დატვირთვაზე


               დატვირთვა ასახავს მოქმედების ხარისხს ფიზიკური ვარჯიშისას, მთლიანად ადამიანის ორგანიზმზე.

               მოცულობა  ----- რაოდენობრივი მხარე დატვირთვისა, შესრულებული განსაზღვრულ დროში. გაკვეთილზე შეიძლება განისაზღვროს დისტანციის ნაწილი, გაზომილი - გასავლელად, ვარჯიშის შესრულების ხანგრძლივობა, ელემენტების რაოდენობა   (ან გავლილის რაოდენობა), ასევე ჯამური წონა აწევებისას  ( ამა თუ იმ აწევის წონის ჯამი).
             ინტენსივობა  ----  მუშაობის ინტენსივობა, ეს არის ძალის დაძაბვა განსაზღვრულ პერიოდში, მათი კონცენტრაცია.  ინტენსივობა შეიძლება დავარეგულიროთ დროის ცვლის ხარჯზე და პირობებზე ვარჯიშის შესრულებისას: (სისწრაფე, ტემპი, მოძრაობის რიტმი), ასევე ვარჯიშების შესრულების დაძაბვაზე.   (აწევის ან მოძრაობის აქტების მოცულობის გამოყენებით -- (სისწრაფე და ძალა)).

               დატვირთვის მოცულობაში იგულისხმება მისი რაოდენობის ჯამი დროის ერათეულში.

              დატვირთვის ინტენსივობაში კი მომეცადინეთა ფუნქციური დაძაბულობის ხარისხი.





ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლები

                       ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლები


            ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი დამოკიდებულია ცალკეული მოძრაობის ბიომექანიკურ მახასიათებელზე ---- კინემატიკური, დინამიური და რიტმული. ანსხვავებენ: სივრცული,დროითი, სივრცულ-დროითი, დინამიური ხასიათის მოძრაობა, რიტმული. 

           1.       კინემატიკური მახასიათებელი  --- შედის:


        ა)    სივრცული მახასიათებელი  ----  მიეკუთვნება სხეულის და მისი ნაწილების მდგომარეობა ( საწყისი მდგომარეობა და ოპერატიული პოზა მოძრაობის შესრულების პროცესში), მიმართულება, ამპლიტუდა, ტრაექტორია. 

         ბ)    დროის მახასიათებელი  ---  მას მიეკუთვნება მოძრაობისა და ტემპის ხანგრძლივობა, ვარჯიშის  ხანგრძლივობა  (რბენა,ცურვა და სხვა)მთლიანად  განსაზღვრავს მისი მოქმედების სიდიდეს (დატვირთვა). ცალკეული მოძრაობის ხანგრძლივობა, მოქმედებს მთლიანად ციკლური ვარჯიშის მოძრაობით ქმედებაზე.  (რბენა, ცურვა, სიარული).

          გ)    სივრცულ-დროითი მახასიათებელი  ----  ეს არის სისწრაფე და აჩქარება. ის განსაზღვრავს სხეულისა და მისი ნაწილების გადაადგილებას სივრცეში. მოძრაობის სისწრაფე დამოკიდებულია მის სიხშირეზე (ტემპი), დატვირთვის სიდიდეზე, მოძრაობითი ქმედების შედეგზე  (რბენა, სიარული, ხტომები).

           2.     დინამიური მახასიათებელი  ----  ის ასახავს შინაგანი და გარეგანი  ძალის ურთიერთქმედებას მოძრაობის პროცესში. 

               ა)       შინაგანი ძალა  -----  არის აქტიური  შეკუმშვის ძალა -- კუნთების დაძაბვა, ელასტიურობის ძალა. კუნთების გაჭიმვისას ელასტიური წინააღმდეგობა, იოგების რეაქტიული ძალა. თუმცა შინაგან ძალას არ შეუძლია სხეულის სივრცეში გადაადგილება, თუ არ დაეხმარა გარეგანი ძალა.

               ბ)      გარეგანი ძალას  ----   მიეკუთვნება საყრდენის რეაქცია,  გრავიაციული ძალა ( სიმძიმის ძალა ), გარემოს წინააღმდეგობა ( წყალი, ჰაერი და სხვა ), ინერციული ძალით გადაადგილება ( საგნების და სხვა ).

                 3.     რიტმი  ----არის როგორც ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის კომპლექსური მახასიათებელი, ნიშნავს კანონიერ  წესრიგს, ძალისხმევის განაწილებას სივრცესა და დროში, მისი  თანამიმდევრობით შეცვლის  (გაზრდა და შემცირება ) მოქმედების დინამიკაში. რიტმი აერთიანებს ტექნიკის ყველა ელემენტს.










воскресенье, 19 февраля 2017 г.

ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა

              ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკა


          მოძრაობის მიზნობრივი შედეგი დამოკიდებულია არა მხოლოდ შინაარსზე, არამედ ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკაზეც.

           ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის დროს იგულისხმება,  მოძრაობითი ქმედების შესრულების ხერხები.

           ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა:  მოსამზადებელი, ძირითადი (წამყვანი) და დასკვნითი (დამამთავრებელი).

           მოსამზადებელი ფაზა -- არის იმისთვის, რომ შექმნას ხელსაყრელი პირობები მოქმედების მთავარი ამოცანისათვის ( მაგ. სასტარტო მდგომარეობა მორბენლის მოკლე დისტანციაზე, გაქნევი ბადროს ტყორცნის დროს და ა.შ.).

           ძირითადი ფაზა --- შედგება მოძრაობისგან, რომლის დახმარებით გადაწყდება მოქმედების მთავარი ამოცანა ( მაგ. სასტარტო გარბენი და რბენა დისტანციაზე მოხვევისას და ფინალური ძალისხმევა  ბადროს ტყორცნის დროს. 

             დასკვნითი ფაზა ---  ამთავრებს მოქმედებას ( მაგ. ფინიშის შემდეგ ინერციული გარბენი, წონასწორობის შესანარჩუნებელი მოძრაობა და ინერციის დაწყნარება ტყორცნის შემდეგ და სხვა ).










суббота, 18 февраля 2017 г.

ფიზიკური ვარჯიში

                                       ფიზიკური ვარჯიში


               ფიზიკური ვარჯიში ---  მიზანშეწონილი მოძრაობა, რომელიც სპეციალურად შეირჩევა ფიზ. აღზრდის ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად, სრულდება განსაზღვრული დოზირებით. ფიზიკური ვარჯიში  ადამიანის ფიზიკურ სრულყოფას ემსახურება.

             ფიზიკური ვარჯიში   ----    ეს ისეთი მოძრაობითი ქმედებაა (კომპლექსურის ჩათვლით ), რომელიც მიმართულია ფიზიკური აღზრდის ამოცანების რეალიზებაზე, ფორმირებული და ორგანიზებული წესების მიხედვით.
             სიტყვა ფიზიკური ასახავს შესრულებული მუშაობის ხასიათს (გონებრივისგან განსხვავებით ).
             სიტყვა ფიზიკური ნიშნავს  ქმედების გამეორებისკენ მიმართულ და ამ მოქმედების  სრულყოფილებისათვის შესრულების ხერხს. ამიტომ ფიზიკური ვარჯიში განიხილება ერთის მხრივ, როგორც კონკრეტული მოძრაობითი ქმედება, მეორე მხრივ, როგორც მრავალჯერადი გამეორების პროცესი.
             ფიზიკური ვარჯიშის არასწორად გამოყენებამ, შეიძლება მოგიტანოთ არა სიკეთე, არამედ ვნება, ამას რომ გავექცეთ, აუცილებელია ვარჯიშის შერჩევისას, გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
             1.    მეცადინეობის სწორი პედაგოგიური მიდგომა;
             
2.    გავითვალისწინოთ მოვარჯიშის ასაკობრივი თავისებურება  (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა );
             
3.    გავითვალისწინოთ  თვით ვარჯიშის თვისებები  ( სიახლე, სირთულე, დატვირთვა, ემოციურობა );
           
 4.    გარემო პირობების თვისებები  9 ამინდი, ვარჯიშის ადგილის მდგომარეობა, ინვენტარის ხარისხი ).
             

             ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი განისაზღვრება, უპირველესად მისი შინაარსით.

      

კოორდინაციის უნარი

                        კოორდინაციის უნარი



            სხეულის კარგი კოორდინაციის ქვეშ მოიაზრება მოძრაობათა მსუბუქად და იოლად შესრულება.

           ხელისა და თვალის კოორდინაცია ეხმარება ბავშვს მარტივი ფიგურების,  ასოების, ციფრების გადახატვაში. ნიმუშის შესაბამისი ზომების შენარჩუნებაში.

           კოორდინაცია  ----  სხეულის კუნთების აქტიურობის შეთანხმებული მოძრაობის პროცესია, რომელიც მიმართულია სამოძრაო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად. 

         კოორდინაცია მნიშვნელოვნად გვეხმარება ცხოვრებაში, ვისაც კარგი კოორდინაცია აქვს, თავს კომფორტულად გრძნობს ცეკვის დროს, კარგად მოძრაობს, ადვილად ეუფლება სპორტულ სახეობებს.
           მოძრაობის კოორდინაცია გულისხმობს სწრაფად და ზუსტად, მიზანმიმართულად, ეკონომიურად და რაც შეიძლება სრულყოფილად გადაიჭრას სამოძრაო ამოცანები -- განსაკუთრებით რთული და მოულოდნელი.

ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებები

ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე


            ფიზიკური განვითარება გულისხმობს ორგანიზმის განვითარებას: სიმაღლე, გულმკერდის გარშემოწერილიბა ტანადობა, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა.

            ბავშვის განვითარება აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი ზრდასთან ერთად ახერხებს  უფრო რთული მოქმედებების დაძლევას. განვითარება და ზრდა განსხვავებული ცნებებია. ზრდა აღნიშნავს, მხოლოდ მის ზომაში მომატებას, როდესაც საუბრობენ ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე, გულისხმობენ ისეთი უნარის განვითარებას, როგორიც არის: 

              1.    უხეში მოტორიკა: დიდი კუნთების მონაწილეობით  განხორციელებადი ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ჯდომა,დგომა,სიარული,სირბილი,  წონასწორობის შენარჩუნება, პოზის შეცვლა და ა.შ. 


              2.     ნატიფი მოტორიკა განსაკუთრებით ინტენსიურად 6-7 წლის ასაკში ვითარდება. მისი განვითარების შედეგია თითების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების შესრულებისა და თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი.  ბავშვებს ამ დროისთვის უკვე თავისუფლად შეუძლიათ პლასტელინითა და ფანქრით მუშაობა, თუმცა 6 წლის ბავშსაც შეუძლია გაუჭირდეს რომბის  დახატვა და ასოების კარგად გამოყვანა.


             3.     სენსომოტორული განვითარება ---  ბავშვი გრძნობათა ორგანოებს: მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას იყენებს საკუთარი მოძრაობების გასაკონტროლებლად. მან უნდა შეძლოს თვალისა და ხელის კოორდინირება

 

  -----     ნატიფი მოტორიკა:    ხელების გამოყენება ჭამის, ხატვის, ჩაცმის, წერის, თამაშის და სხვა მსგავსი მოქმედებებისათვის.


     ------      მეტყველება:    ლაპარაკი, სხეულის ენის და ჟესტების გამოყენება, კომუნიკაცია და სხვისი ნათქვამის გაგება.


     ------     კოგნიტური უნარი:     აზროვნება, მათ შორის დასწავლა,  მიხვედრა, პრობლემის გადაჭრა, დამახსოვრება, მსჯელობა.


     -----     სოციალური:    უცხოებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და სხვის გრძნობებზე რეაგირება.



   








       

пятница, 17 февраля 2017 г.

შემაერთებელი ქსოვილი

                            შემაერთებელი ქსოვილი


                ქსოვილის ამ ტიპს მიეკუთვნება: საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეთვე სისხლი და ლიმფა. ამ ქსოვილის უჯრედების უმეტესობისათვის დამახასიათებელია უჯრედშორისი ნივთიერების დიდი რაოდენიბის სეკრეცია, რასაც ძირითადი ნივთიერება ეწოდება.
                ძირითადი ნივთიერებაა --- მაგ. კოლაგენი, რომელსაც გამოყოფს შემაერთებელი ქსოვილოვანი უჯრედები -- ფიბრობლასტები და ფიბროციტები.               საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილის 2 სახე არსებობს:   მკვრივი და ფაშარი.
 შემაერთებელი ქსოვილი ხასიათდება:  უჯრედების ფაშარი განლაგებით და მათი უჯრედშორისი სიჭარბით.

სხეულის ტანადობა და პროპორციები

სხეულის ტანადობის და პროპორციების განვითარების 

განმსაზღვრელი ფაქტორი


              ადამიანის ორგანიზმი წარმოდგება 200 ზე მეტი ძვლით, იგი შედგება თავის, ტანისა და კიდურების ჩონჩხისაგან.        

  

         ჩონჩხის აგებულება.  ჩონჩხის ფუნქციებია:  

1.    დამცველობთი;2.    მოძრაობის პასიური ორგანო;3.     სისხლმბადი ორგანო ( ძვლის წითელი ტვინი );

         ჩონჩხი აგებულია ძვლოვანი ქსოვილისაგან. ძვლოვანი ქსოვილი აგებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ფირფიტებია.

           ძვლის ყვითელი ტვინი ძვალს ანიჭებს სიმსუბუქეს. წითელი ტვინი - სისხლმბადი ორგანოა.

           ძვლის ქიმიური  შემადგენლობა: ორგანული ნივთიერება --ოსეინი

 ( ანიჭებს დრეკადობას), არაორგანული ნივთიერებებია:   Ca, P ( ანიჭებს სიმტკიცეს ).

            ძვლის შეერთება შეიძლება იყოს უძრავი ( ქალა, გავა ), მოძრავი 

( სახსარი, (შიგნითა სინოვიალური სითხე )) და ნახევრად მოძრავი 

( ხრტილი ( ხერხემლის მალები, ნეკნები, მკერდის ძვალი )).

            თავის ქალა ( შუბლის, კეფის, თხემის, საფეთქლის (ბრტყელი, უძრავი ) ძვლები), სახე ( ზედაყბის, ქვედა ყბის, ცხვირის ნიჟარა, ცხვირის, ყვრიმალის, სასა,სახნისი, საცრემლე ( ბრტყელი,უძრავი ( გარდა ქვედა ყბისა)) ძვლები.

            ტანის:  ნეკნები შეერთებულია 12 გულმკერდის მალასთან, 7 წყვილი ხრტილითაა მიმაგრებული, უშუალოდ მკერდის ძვალთან, 5 წყვილი თავისუფლადაა.

             ხერხემალი:  7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის,  5 გავის, 4-5 კუდუსუნის მალები. სულ 33-34 მალაა.

             ზედა კიდურები:  სარტყელი --- ლავიწის ( მოკლე ) და ბეჭის

( ბრტყელი ).

             თავისუფალი კიდურები:  მხარი, წინამხარი ( სხივის და იდაყვის ძვლები),  8 მაჯის ძვალი, 5 ნების და 14 ფალანგების.

               ქვედა კიდურები: სარტყელი --- მენჯი გავასთან უძრავად შეერთებული, თავისუფალი კიდურები --- ბარძაყი, წვივი ( დიდი და მცირე ), ტერფი ( ქუსლი, 5 ნების, 14 ფალანგი ).

  

        











კუნთები

                                                     კუნთები


                    კუნთები არის: განივზოლიანი, გლუვი, გულის განივზოლიანი.

        მათი ფუნქციებია:1.    მოძრაობის აქტიური ორგანოა;
2.    სხეულს ანიჭებს ფორმას;
3.    დამცველობთი;
4.    სხვა ორგანოების მუშაობა ( სუნთქვა, სისხლის მიმოქცევა, მონელება            ...);
5.    მიმიკა;
6.    მეტყველება;
               განივზოლიანი კუნთები აგებულია კუნთოვანი ქსოვილისაგან.



               განივზოლიანი კუნთები სხეულის კუნთების ძირითადი მასაა, ამოძრავებენ ჩონჩხის ძვლებს, აქვთ თასმის ფორმა. თასმებს ბოჭკოებს უწოდებენ, მასში მრავალი მიოფიბრილი და ოვალური ბირთვია, მათი მოძრაობა ნებითია, გარდა გულის განივზოლიანი კუნთებისა, რომელსაც ცალკე აჯგუფებენ, რადგან მიოფიბრილები გადახლართულია ერთმანეთზე, და სწრაფად იკუმშება.

              გლუვი კუნთები:  თითისტარის ფორმის, ცენტრში ოვალური ბირთვია, რომლითაც აგებულია კუჭის, ნაწლავების, საყლაპავის კედლების კუნთოვანი ქსოვილები, მათი მუშაობა უნებლიეა, იკუმშება ნელა.

               ჩონჩხი და კუნთები იცავს შემდეგ ორგანოებს: 

1.     ქალა იცავს თავის ტვინს;2.     გულ-მკერდის  ---- გულსა და ფილტვებს;3.     მენჯის ძვლები და მუცლის კუნთები  ---  მუცლის ღრუ ორგანოებს ( ნაწლავებს, კუჭს, თირკმელებს);



დაბალი ფიზიკური აქტივობის გავლენა ქრონიკული დაავადების გავრცელებაზე

                  დაბალი ფიზიკური აქტივობის გავლენა                               ქრონიკული დაავადების გავრცელებაზე


            ფიზიკური ინერტულობა ( არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა ), გამოწვეულია პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მჯდომარე ცხოვრების წესიდან, ასევე სატრანსპორტო საშუალებების ფართოდ გამოყენებით. ინერტულობის საბაბია ძუძუს კიბო და მსხვილი ნაწლავის კიბო, დიაბეტი, გულის იშემიური დაავადება.

            რაჯანსაღი კვება და არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა არის რისკის გასაღები ძირითდი არა ინფენქციური  დაავადების განვითარებისა, როგორიც არის გულ-სისხლძარღვთა დაავადება, კიბო და დიაბეტი.

ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ბავშვებისათვის

    ფიზიკური აქტივობის მნიშვნელობა ბავშვებისათვის

               ბავშვებისა და მოზარდებისთვის ( 5-17 წ.) ფიზიკური აქტივობა აუცილებელი პროცესია: თამაშები, შეჯიბრებები, სპორტით დაკავება,

მოგზაურობა და გამაჯანსაღებელი ქმედება.
               გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ჩონჩხ-კუნთოვანი ქსოვილების გასამაგრებლად, ინფექციური დაავადებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ბავშვები დაკავდნენ ყოველდრიური ფიზიკური აქტივობით, ზომიერი ან მაღალი ინტენსივობით, არა ნაკლებ 60 წთ.
              ბავშვები, რომლებიც პასიურ ცხოვრებას ეწევიან, რეკომენდირებულია  მცირე მოცულობის ფიზიკური აქტივობით დაწყება. ხანგრძლივობის, სიხშირის და ინტენსივობის  თანდათანობითი მომატება. 

               ფიზიკური აქტივობით ბავშვებს და მოზარდებს უვითარდებათ:

         ----    ჩოჩხ-კუნთოვანი ქსოვილი ( ძვლები, კუნთები, სახსრები);
       
 ----   ჯანმრთელი გულ-სისხლძარღვთა სისტემა;
       
 ----   ნერვულ-კუნთოვანი რეგულაცია ( კოორდინაცია და მოძრაობის               კონტროლი )
         
----   ჯანმრთელი სხეულის წონა;






ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და პრინციპები

        ჯანსაღი ცხოვრების წესის არსი და პრინციპები

 

            ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს, ამ მეცნიერებას "ვალეოლოგია" ეწოდება. და როგორც აღვნიშნეთ, ჯანმრთელობა სულისა და სხეულის სიჯანსაღეს, ჰარმონიასა და ერთიანობას გულისხმობს. ორგანიზმის სიჯანსაღე ანუ სულისა და სხეულის ჰარმონია.

                              ჯანსაღი ცხოვრების წესის  კომპონენტებია:

1.       ჯანსაღად აღზრდა ადრეული ასაკიდანვე;
2.      გარემოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
3.      მავნე ჩვევებზე უარის თქმა;
4.      ჯანსაღად კვება;
5.      აქტიური ცხოვრება;
6.      პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა;
7.      გაკაჟება;
              
            ჯანსაღი ცხოვრების წესი
-- ეს არის სწორად შედგენილი დღის რეჟიმი, ჯანსაღი კვება, თბილი ოჯახური ურთიერთობები და მშვიდი სულიერ ცხოვრება, ამას პატარაობიდანვე უნდა ჩავუყაროთ საუძველი.
  

ფიზ. აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები

                           ფიზ. აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები

1.    ფიზიკური აღზრდა - მოწესრიგებული პედაგოგიური პროცესია, მიმართული ფიზიკური სრულყოფისაკენ.

2.   ფიზიკური აღზრდის მიზანი --   ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის ჩამოყალიბება გახლავთ

3.    ფიზიკური ვარჯიში  --   ეს არის მოძრაობითი ქმედება ფიზიკური აღზრდის ამოცანების გადასაწყვეტად.  მიზანშეწონილი მოოძრაობა,რომელიც სპეციალურად შეირჩევა ფიზ.აღზრდის ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად. სრულდება განსაზღვრული დოზირებით. ფიზ ვარჯიში ადამიანის სრულყოფას ემსახურება. 

4.    ფიზიკური აღზრდის საშუალებაა ფიზიკური ვარჯიშები, გამაჯანსაღებელი ბუნების ძალა და ჰიგიენური ფაქტორები.  ფიზიკური ვარჯიში არის სპეციფიკური საშუალება და მისი დამხმარე არის ბუნებრივი პირობები და ჰიგიენური ფაქტორები.

5.     ფიზიკური განვითარება  --  ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული მორფო - ფუნქციური ცვლილებები.  ფიზიკური განვითარება ითვალისწინებს სხეულის ფორმებისა და ზომების, ცენტრალური ნერვული სისტემის , სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას (წონა, სიმაღლე და სხვა), ასევე იგულისხმება ფიზიკური თვისებების ჩამოყალიბება ( ძალა, მოქნილობა, სიმარჯვე, სისწრაფე და ამტანობა).


6.     ფიზიკური მომზადება  -- არის ადამიანის ფიზიკური მომზადება რაიმე კონკრეტული საქმიანობისთვის.  ფიზიკური მომზადება მიმართულია ფიზიკური ხარისხის ( ძალა, სისწრაფე და ა.შ.) განვითარებისკენ და ჰარმონიული შერწყმისკენ. მომზადების სახეებია: ზოგადი და სპეციალური.

7.     ფიზიკური აქტივობა  --  ეს არის სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ხორციელდება  ჩონჩხის კუნთებით და მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.  მუშაობის დროს აქტიურობის ჩათვლით, თამაშით, სახლის საქმეების კეთებით, მოგზაურობით, რეკრეაციული საქმიანობით.

8.      ფიზიკური აღზრდის მეთოდებია: რეგლამენტირებული ვარჯიშის მეთოდი, თამაშის მეთოდი, სიტყვიერი და სენსორული მეთოდი.

9.      სპორტი  -- საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა სისტემა წარმოადგენს.   სპორტი ინგლისურია და ნიშნავს თამაშს, გართობას, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა ფიზიკური ვარჯიშების სახით აღმზრდელობითი, შეჯიბრების თუ სხვა მიზნით გამოსაყენებლად.

10.     ცხოვრების ჯანსაღი წესი ეს არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა ( ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებძე უარის თქმა).

11.      კუნთები არის: განივზოლიანი, გლუვი  და გულის განივზოლიანი.

12.      შემაერთებელ ქსოვილს მიეკუთვნება:  საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეტვე ლიმფა და სისხლი.

13.      ფიზიკური თვისებებია: მოქნილობა, ძალა, გამძლეობა სისწრაფე და სიმარჯვე.

14.      კოორდინაცია -- სხეულის კუნთების აქტიურობის შეთანხმებული მოძრაობის პროცესია, რომელიც მიმართულია სამოძრაო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად.

15.     ფიზიკური ვარჯიშის ფორმა ---  ეს არის განსაზღვრული, მოწესრიგებული და თანმიმდევრული პროცესი. მისი შინაგანი და გარეგანი სტრუქტურა. ფორმა და შინაარსი ერთი მთლიანის ორი მხარეა.

16.      ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი პასუხიმგებელია პიროვნების გამაჯანსაღებელ და საგანმანათლებლო როლზე.  მოქმედებები და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ორგანიზმში ვარჯიშის დროს და განსაზღვრავენ მოვარჯიშეზე მის ზემოქმედებას. მისი შესრულებისას იზრდება ფილტვების ვენტილაცია, ჯანგბადის მოხმარება, სისხლის წუთური მოცულობა,

17.     ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის დროს იგულისხმება მოძრაობითი ქმედების შესრულების ხერხები. ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა:  მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი.

18.      ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლებია: სივრცული, დროის, სივრცულ-დროითი და დინამიური ( გარეგანი და შინაგანი).

19.        ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციაა-- ფიზიკური აღზრდის ფუნქცია, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ფუნქცია, საშეჯიბრო მიღწევადობის ფუნქცია.

20.        ფიზიკური აქტივობის საზომი  --- ინტენსივობაა, რომელიც ნათელს ხდის ადამიანის მიერ შესრულებული აქტივობის  დაძაბულობის დონეს. არსებობს: დაბალი ინტენსივობის, საშუალო ინტენსივობის და მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობები.

21.      ფიზიკური დატვირთვის მონაცემებია:  მოცულობა და ინტენსივობა.

22.      დასვენება შეიძლება იყოს ---  აქტიური და პასიური. ეს არის დატვირთვის ფაქტორი.

23.       დატვირთვის განსაზღვრა ხდება: სუნთვის სიხშირით. კანის საფარველის ფერით, ოფლდენის ინტენსივობით, ემოციური მდგომარეობით, გულიცემის სიხშირით.

24.      არჩევენ გარეგან და შინაგან დატვირთვასგარეგანი დატვირთვა ასახავს: ხანგრძლივობას, სისწრაფეს, სიხშირეს ( გამეორებას), იარაღთან მისვლას, აწეულ წონას და სხვა. შინაგანი დატვირთვა არის განმსაზღვრელი საზომი ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობის  მობილიზების, სასწავლო ფიზიკური დატვირთვის დროს.

25.      დატვირთვის კლასიფიკაცია  ---  ორგანიზმზე დატვირთვის სიდიდე სიძლება დაიყოს: განმავითარებელი, მხარდამჭერი და აღმდგენი. 

26.     აერობული ვარჯიშის დროს ორგანიზმში ნახშირწყლების და ცხიმოვანი მარაგების წვა, კუნთებში მიწოდებული ჟანგბადის ხარჯზე ხდება. აერობული ვარჯიშები საშუალო ინტენსივობისაა და დროში ხანგრძლივი.

27.      ანაერობულ ვარჯიშებს მიეკუთვნება მაღალი ინტენსივობის და მოკლე ხანგრძლივობის ვარჯიშები.

28.       რაციონალური კვება ანუ გონივრული --- ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი კვება, ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.29.       ცილები ანუ პროტეინები უმნიშვნელოვანესი საკვები სუპსტრატია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.

30.       ცხიმები აუცილებელია ორგანიზმისთვის, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.

31.        ენერგიის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია. ნახშირწყლები იყოფიან "სწრაფად შლად" და "ნელად შლად".

32.        ვიტამინები ორგანიზმში ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფენ. არის 2 სახის ვიტამინები: შეუცვლადი და შეცვლადი.

33.       მინერალები მონაწილეობენ ჩვენი ქსოვილების ფორმირებაში, სადაც მთავარ ელემენტებს კალციუმი და ფოსფორი წარმოადგენს. მინერალები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, სისხლის წარმოქმნაში და შედედებაში. 

34.      მინერალებს ყოფენ მიკრო და მაკროელემენტებად. მიკროელემენტებია: რკინა, მარგანეცი, თუთია, სპილენძი, კობალტი, ფტორი, ქრომი, იოდი, სელენი. მაკროელემენტებია: კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ქლორი, ფოსფორი, გოგირდი.

35.      სპორტული ვარჯიში ---  სრულყოფის პროცესი. ფიზიკური და მორალური თვისებების განვითარებისა და სრულყოფის პროცესი, მიმართული სპეციალურ, არჩევით სპორტის სახეში.

36.       სწავლების  ეტაპებიაპირველდაწყებითი ეტაპი --მოძრაობების სწავლება ანუ ვარჯიშები,  გაღრმავებული სწავლების ეტაპი, განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი.ოპტიმალური დონე.

 37.      ფიზიკური სრულყოფა  --  ადამიანის ყოველმხრივი ფიზიკური მომზადების ოპტიმალური დონე.

 38.     სპორტული წვრთნა  --  სპორტსმენის მოღწევისადმი მზადყოდნის უზრუნველყოფა.

 39.     გაწვრთნილობა  --  სპორტსმენის ორგანიზმის ის მდგომარეობა, როდესაც მას შუძლია გაუძლოს დიდი მოცულობისა და ინტენსივობის დატვირთვას.

  40.      სპორტული ფორმა  --  სპორტსმენის მიღწევისადმი ოპტიმალური მომზადებულობის მდგომარეობა.

  41.       სპორტული მიღწევა  --  სპორტსმენის მიერ სპორტის მოცემულ სახეობაში ფიზიკური და სულიერიშესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რომელიც აჭარბებს ადრე არსებულ მაჩვენებელს.

   42.      სპეციფიკური ფუნქცია  --  დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილება მოძრაობით აქტივობაში. 

   43.      სპეციფიკური საგანმანათლებლო ფუნქცია  -- იგი ჩართულია საერთო განათლების სისტემაში და გამოიყენება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მოძრაობითი ჩვევის გამომუშავებისა და მასთან დაკავშირებულ ცოდნის მიღებისათვის.

   44.      სპეციფიკურ -გამოყენებითი ფუნქცია  --  წარმოადგენს შრომითი საქმიანობისათვის მომზადების  სისტემაში პროფესიულ გამოყენებითი ფიზიკური მომზადების ფაქტორს.

   45.      სპეციფიკურ - რეკრეაციული და სარეაბილიტაციო - გამაჯანსაღებელი ფუნქცია  --  იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური კულტურა გამოიყენება თავისუფალი დროის და დასვენების ორგანიზაციის  ან სპეციალური აღდგენითი ღონისძიების სისტემაში.

    46.      სპორტული ფუნქცია  --  მკაფიო და გამოხატულ მაღალ სპორტულ მიღწევათა სფეროში, სადაც ფიზიკური კულტურა წარმოადგენს მაქსიმალურ მიღწევათა ფაქტორს.

     47.      ზოგად-კულტურული, საერთო აღმზრდელობითი და სხვა სოციალური ფუნქციები  --  მთლიანად კულტურის ყველა საერთო ფუნქცია ვლინდება ფიზიკური კულტური დარგშიც.  მიეკუთვნება ნაწილობრივ ესთეტიკურ ნორმატიული და ინფორმაციული ფუნქცია.

      ა)         ესთეტიკური ფუნქცია --  იგი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის  ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
      ბ)        ნორმატიული ფუნქცია  --  მისი გამოყენების პროცესში შემუშავდება ფიზიკური განვითარების მარეგლამენტირებელი მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ფიზიკურ სრულყოფის უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
      გ)       ინფორმაციული ფუნქცია  --  საზოგადოების მიერ ფიზიკური სრულყოფის სფეროში დაგროვილი გამოცდილების თაობიდან თაობისათვის გადაცემაში. ფიზიკურ სრულყოფაზე  სპორტული ინფორმაციები  (ტელე, რადიო, პრესა), წარმოადგენს მასტიმულირებელ ფაქტორს ფართო მასების დაინტერესებაში. 

     48.     ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციებია:  1.  ფიზიკური აღზრდის ფუნქცია,  2,  გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ფუნქცია,   3.  საშეჯიბრო მიღწევის ფუნქცია.

      49.     ფიზ.აღზრდის  ამოცანები  --  უზრუნველყოფილ იყოს ფიზიკური თვისებების  და მათზე დამოკიდებული ფიზიკური შესაძლებლობების ყოველმხრივი განვითარება.

       50.      ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა  --  იმ ხერხებს , რომლითაც მოძრაობითი ამოცანა წყდება მიზანმიმართულად, მაღალ ეფექტურად. არჩევენ ტექნიკაში -- ფიზ. ვარჯიშის ტექნიკის საფუძველს, ტექნიკის ძირითად რგოლს  და ტექნიკის დეტალებს.

           ა)    ტექნიკის საფუძველი  -- მოძრაობის სტრუქტურული მთლიანობაა, მისი ყველა ნაწილის, ელემენტის, ნიშნების ერთობლიობაა.
           ბ)    ტექნიკის ძირითადი რგოლი (განმსაზღვრელი)  --  ტექნიკის ის შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც ყველაზე მეტად დამოკიდებულია შედეგი.
            გ)    ტექნიკის დეტალები  --  მოძრაობის შესრულების თავისებურებებია, რომელთა განსაზღვრულ ფარგლებში შეცვლა არ არღვევს ძირითად მექანიზმს.

     51.   აციკლურ მოძრაობაში  ( ტექნიკა)  --   ძირითადად გამოყოფენ  სამ ფაზას:  მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი.

           ა)    მოსამზადებელი ფაზა  --   მისი დანიშნულებაა ხელსაყრელი პირობების შექმნა მოძრაობის ძირითადი  ფაზის შესრულებისათვის ( მაგ. ნიჩბის გადატანა მოსმამდე, ფეხების ოდნავ მოხრა არეკნის წინ და ა.შ.).
           ბ)    ძირითადი ფაზა  -- მოძრაობა მიმართულია ძირითადი ამოცანის გადაწყვეტისაკენ  ( მაგ. ტყორცნისას - ფინალური დაძაბულობა, ხტომებში - არეკნი, ნიჩბოსნობაში - მოსმა და ა.შ.).
            გ)    დასკვნითი ფაზა  --  მთელ რიგ მოძრაობით მოქმედებებში მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ( მაგ. სპორტულ ტანვარჯიშში - ჩამოხტომი, დახტომი და ა.შ.).
















ჯანსაღი ცხოვრების წესი

                            ჯანსაღი ცხოვრების  წესი

              ცხოვრების ჯანსაღი წესი --- ეს არის ორგანიზმის ჯანმრთელობის, დღეგრძელობის, სოციალურ ფუნქციათა სრულფასოვნად განხორციელების საწინდარი.

             ეს  არის უბრალოდ ცხოვრების პოზიცია, ადაამიანის ქცევა და შემოქმედება, მიმართული საკუთარი ჯანმრთელობის განმტკიცებისაკენ.               ცხოვრების ჯანსაღი წესი არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა ( ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური მოძრაობითი რეჟიმი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა), რომელიცუნდა ემყარებოდეს რელიგიურ-ეროვნულ ტრადიციებს და ემსახურებოდეს ადამიანის ფიზიკური, სულიერი, ფსიქიკური და სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფას რეალურად გარემომცველ სამყაროში.         

             ჯანსაღი წესი  -- ეს არის შრომით, საოჯახო,საყოფაცხოვრებო  და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართულობა:

          1.    პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენა                   

          2.     ფიზიკური აქტივობა                  

          3.    ჯანსაღი კვება                  

          4.    მავნე ჩვევებზე უარის თქმა                 

         
 5.   დღის რეჟიმი

             ჯანმრთელობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და დღეგრძელობის შესახებ დღეს ცალკე მეცნიერებაც კი არსებობს. ამ მეცნიერებას ვალეოლოგია ეწოდება. ჯანმრთელობა სულისა და სხეულის სიჯანსაღეს, ჰარმონიასა და ერთიანობას გულისხმობს.

სპორტი

                                   სპორტი


                სპორტი  ---- საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა სისტემა  წარმოადგენს.

               სპორტი  ---  ტერმინი სპორტი ინგლისური წარრმოშობისაა და ნიშნავს თამაშს, გართობას, რომელიც შემდგომ ფიზიკური ვარჯიშების სახით ჩამოყალიბდა აღმზრდელობითი, შეჯიბრების, თუ სხვა მიზნით გამოსაყენებლად.

               სპორტისათვის ძირითადი მახასიათებელია საკუთრივ საშეჯიბრო მოღვაწეობა და მისდამი სპეციალური მომზადება.

               სპორტი შეჯიბრების გარეშე არ არსებობს, შეჯიბრება კი  გულისხმობს გარკვეულ სფეროში, ადამიანებს შორის დაპირისპირებულობას და შედარებას, იგი რეგლამენტირებულია წინასწარ შემუშავებული და შეთანხმებული გარკვეული მოთხოვნებით.


               საშეჯიბრო მოღვაწეობა გულისხმობს წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებას, ამისათვის საჭიროა ხანგრძლივი, გეგმაზომიერი, სისტემური წვრთნა. სპორტული წვრთნა, კი რთული პედაგოგიური პროცესია.            

               სპორტის საფუძველია საშეჯიბრო მოქმედება (შეჯიბრი,ურთიერთდაპირისპირება),     სპორტული შედეგის მიღწევა, შეჯიბრების რანგი, საშეჯიბრო სპეციალური განვითარება და მომზადება,  სპორტული ქმედება, სპორტული მოძრაობა.

                 სპორტში მაღალი შედეგების მიღწევა შესაძლებელია , მხოლოდკარგად განვითარებული აღნაგობით. 
               სპორტსმენის მომზადების სისტემაში შედის 4 მსხვილი ბლოკი:
            1.    გადარჩევის სისტემა და სპორტული ორიენტაცია
            2.    სპორტული ვარჯიში
            3.    შეჯიბრების სისტემა
            4.     ვარჯიშ- შეჯიბრის პროცესი











     

ფიზიკური მომზადება

                            ფიზიკური მომზადება

      ფიზიკური მომზადება--- ადამიანის ფიზიკური მომზადება, რაიმე კონკრეტული საქმიანობისთვის.

      ფიზიკური მომზადაება მიმართულია ფიზიკური თვისებების (ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, მოქნილობა,ამტანობა) განვთარებისკენ და ჰარმონიული შერწყმისკენ.

        ფიზიკური მომზადების სახეებია: ზოგადი და სპეციალური

 1.  ზოგადი ფიზიკური მომზადება მიმართულია ფიზიკური თვისებების განვითარებისთვისდა ჰარმონიული შერწყმისკენ.

        ზოგადო ფიზიკური მომზადების მიზანი და ამოცანებია:
   ----  ჯანმრთელობა --  ჯანმრთელობის განმტკიცება
   ---- საერთო ფიზიკური მომზადება  --  განაპირობებს ჰარმონიულ , ყოველმხრივ ფიზიკურ განვითარებას.

2.    სპეციალური მომზადება  -- ყოველთვის ფიზიკური მომზადება არ არის საკმარისი, რადგან სხვადასხვა სპორტს სხვადასხვა ძალების განვითარება სჭირდება. ზოგს ძალა სჭირდება, ზოგს მოქნილობა, ზოგს სისწრაფე და ა.შ. ამიტომ აუცილებელია სპეციალური მომზადება.

        სპეციალური მომზადების მიზანია:
     -----   ყოველმხრივი და სპეციალური განვითარება
     -----   ორგანიზმის ფიზიკური შესაძლებლობის საერთო დონის ამაღლება
     -----   აუცილებელი მოძრაობების შესწავლა და სრულყოფა



ფიზიკური განვითარება

                           ფიზიკური განვითარება

            ფიზიკური განვითარება   --  ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული 

მორფო-ფუნქციური ცვლილებები.


            ფიზიკური განვითარება - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა და ითვალისწინებს სხეულის ფორმებისა და ზომების, ცენტრალური ნერვული სისტემის, სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას.

             ფიზიკური განვითარება გულისხმობს ორგანიზმის განვითარებას, რომელიც განისაზღვრება ანთროპოლოგიური და ბიომეტრული მაჩვენებლებით: სიმაღლე, წონა, მკერდის გარშემოწერილობ, ტანადობის მდგომარეობა, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა და სხვა.

              ფიზიკურ განვითარებაში  იგულისხმება აგრეთვე, ფიზიკური თვისებების ჩამოყალიბება ( ძალა, სისწრაფე, სიმარჯვე, მოქნილობა, ამტანობა).

                ფიზიკური განვითარება ხასიათდება 3 ჯგუფის მაჩვენებლებით:

  1.    აღნაგობის მაჩვენებლები  ( სხეულის სიგრძე, მასა, ტანდეგობა, გარშემოწერილობა)

  2.    ჯანმრთელობის მაჩვენებლები - როგორ აისახება მორფოლოგიური და ფუნქციონალური ცვლა ორგანიზმის ფიზიოლოგიურ სისტემაზე: გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქ, საჭმლის მომნელებელ, ცენტრალურ-ნერვული სისტემის, თერმორეგულაციის და სხვა.

  3.     ფიზიკური თვისებების მაჩვენებლები  ( ძალა, სისწრაფე, ამტანობა და სხვა)







ფიზიკური აქტივობა

                                ფიზიკური აქტივობა

                 

                  ფიზიკური აქტივობა  ---- ეს არის სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, შექმნილი ჩონჩხის კუნთებით, რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას,

               

             ფიზიკური აქტივობა  ---- ეს არის სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, შექმნილი ჩონჩხის კუნთებით, რომელიც მოითხოვს ენერგიის ხარჯვას, მუშაობის დროს აქტიურობის ჩათვლით, თამაშით, სახლის საქმეების კეთებით, მოგზურობით, რეკრეაციული საქმიანობით.

              ტერმინი ფიზიკური აქტივობა არ უნდა აგვერიოს  "ვარჯიშში" -- ერთ-ერთი ფიზიკური აქტივობის კატეგორიაში, რომელიც არის დაგეგმილი, სტრუქტუირებული გამეორებითი და მიმართულია უკეთესობისაკენ.



               ფიზიკურ  აქტივობას, როგორც ზომიერ, ასევე მაღალი ინტენსივობით, მოაქვს სარგებლობა ჯანმრთელობისათვის. ფიზიკურ აქტივობამ   სარგებლობა რომ მოგვიტანოს, ყოველი მეცადინეობა უნდა გაგრძელდეს მინიმუმ 10 წთ, რაც აუცილებელია გულისა და სასუნთქი სისტემისთვის.
              სასკოლო ასაკის ბავშვის ფიზიკური აქტივობა  არანაკლებ 60 წთ. უნდა იყოს დღეში.  მაგ. აქტიური მოძრაობა კალათბურთი დროს, ან ველოსიპედით სეირნობა. ეს არის მინიმუმი მოზარდი ორგანიზმისთვის.

ფიზიკური აღზრდის მეთოდი

                       ფიზიკური აღზრდის მეთოდი

              ფიზიკური აღზრდის პროცესში მიიღება, როგორც ზოგადპედაგოგიური, ისე სპეციფიკური მეთოდები:

       ----      რეგლამენტირებული ვარჯიშის მეთოდი
       ----      თამაშის მეთოდი
       ----      შეჯიბრებითი მეთოდი
       ----      სიტყვიერი და სენსორული მეთოდი

           1.    რეგლამენტირებული ვარჯიშის მეთოდი  ---   განსაზღვრვს ოპტიმალური პირობების უზრუნველყოფას ახალი მოძრაობითი უნარების ასათვისებლად, მიმართული ფიზიკური თვისებების გასანვითარებლად.  

           2.    თამაშის მეთოდი  ----  შეიძლება გამოვიყენოთ ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიშის საფუძველზე. თამაშის მეთოდი გამოიყენება ფიზიკური თვისებების გასანვითარებლად  ( მოქნილობა, ორიენტირებული სისწრაფე, დამოუკიდებლობა, ინიციატივა).

           3.    შეჯიბრებითი მეთოდი  -----  გამოიყენება, როგორც ელემენტარულ ფორმებში, მოსწავლეთა აქტივიზაციისათვის მეცადინეობაზე, ისე დამოუკიდებლად -- საკონტროლო ან ოფიციალურ სპორტულ შეჯიბრებებში.

           4.     სიტყვიერი და სენსორული მეთოდი  ----  ფართოდ გამოიყენება სიტყვა და გრძნობითი ინფორმაცია. სიტყვიერი მეთოდის დახმარებით, შეიძლება გადავცეთ აუცილებელი ცოდნა, ანალიზი და შეფასება გავუკეთოთ შდეგებს, გავააქტიუროთ მოვარჯიშე. სენსორული მეთოდის დახმარებით უზრუნველყოფილია თვალსაჩინოება ( მხედველობითი აღქმა, სმენითი და კუნთური შეგრძნების აღქმა).

         

ფიზიკური აღზრდის ამოცანები

                      ფიზიკური აღზრდის ამოცანები

             ფიზიკური აღზრდის ამოცანები --

       1.  ჯანმრთელობის გაკაჟება, ტანდეგობის სწორი ფიზიკური განვითარება

        2.   ფიზიკური და გონებრივი შრომისუნარიანობის განვითარება        3.  ძირითადი მოძრაობითი თვისებების განვითარება ( ძალა, მოქნილობა, ამტანობა და სხვა).        4.   ბუნებრივი მოძრაობითი თვისებების განვითარება და სრულყოფა        5.   მორალური თვისებების აღზრდა ( გამბედაობის, ნებისყოფის, დისციპლინის, გადაწყვეტილების მიღების, პასუხიმგებლობის, კოლექტიურობის აღზრდა)        6.   სისტემატური ფიზიკური წვრთნისა და სპორტით დაკავების მოთხოვნელების ფორმირება         7.   მისწრაფება - იყო ჯანმრთელი,  შეგეძლოს სიხარულის მინიჭება შენთვის და გარშემომყოფებისთვის

ფიზიკური აღზრდის მიზანი

                     ფიზიკური აღზრდის მიზანი

              ფიზიკური აღზრდის მიზანი -   

                ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის ჩამოყალიბება გახლავთ.                      


            ფიზიკური აღზრდის მიზანი არის  --   ჯანმრთელი , სიცოცხლისმოყვარე , ფიზიკურად სრულყოფილი, ჰარმონიულად განვითარებული ბავშვის აღზრდა. რის შედეგად ასაკობრივი, ანატომიურ- ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური თვისებებით, ფიზიკური აღზრდა გადაწყვეტს გამაჯანსაღებელ, განათლების და აღმზრდელობით ამოცანას. 
       
                ისინი მიმართულია ბავშვის რაციონალურ, ეკონომიკურ, შეგნებული მოძრაობისკენ, შესძენს მათ მოძრაობით გამოცდილებას და გადაიტანს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

სპორტი სკოლაში

 წინასიტყვაობა

                საქართველოში დიდი პრობლემაა ნარკომანია და დანაშაული მოზარდ თაობას შორის, რისი წინაპირობაცაა განუკითხაობა და გულგრილობა საზოგადოების მხრიდან.  

            პირველ რიგში უნდა ვიზრუნოთ მოზარდი თაობის სულიერ და ფიზიკურ აღზრდაზე. ყველა ასაკისა და შესაძლებლობის მოსწავლე აქტიურად უნდა ჩავრთოთ სკოლის ცხოვრებაში.

         ხშირად უნდა ტარდებოდეს ვიქტორინები, შეჯიბრებები, ექსკურსიები, ლაშქრობები.

          ამ პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია ფიზიკური აღზრდისათვის საჭირო ინვენტარი და ინფრასტრუქტურა. სკოლაში უნდა მუშაობდეს უფასო სექციები, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ ვარჯიში და შეჯიბრებებში მონაწილეობის მიღება.  

          მოსწავლეების აქტივობისა და მოტივაციის გასაუმჯობესებლად უნდა ტარდებოდეს სკოლებში შიდა სასკოლო შეჯიბრებები კლასებს შორის.

           მაგალითისათვის ჩვენი სკოლა გამოდგება, სადაც არ გვყავს არცერთი მწეველი მოსწავლე და არ არიან შემჩნეული კრიმინალში.



           ჩვენი სკოლის მოსწავლეები მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს, აქტიურ მონაწილეობას ღებულობენ როგორც შიდა სასკოლო, ისე სარაიონო შეჯიბრებებში, ვიქტორინებში, საგნობრივ ოლიმპიადებში და აღწევენ წარმატებებს, რაშიც ხელს გვიწყობს სკოლის დირექცია და რესურსცენტრი.

ფიზიკური აღზრდა

 მოგესალმებით!

          
ვარ ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სერთიფიცირებული მასწავლებელი, 36 წლიანი სტაჟით. როდესაც დავიწყე საგამოცდოდ მზადება,  ინტერნეტში ვერ მოვიძიე ქართული რესურსი, ან მოძიებული რესურსი იყო მწირი, რომელიც ვერ დამეხმარებოდა სწავლების პროცესში.  ამან  გადამაწყვეტინა ბლოგის შექმნა. 
   
          მოხარული ვიქნები, თუ   მოცემული მასალა  დაგეხმარებათ  სასერტიფიკაციო გამოცდის მოსამზადებლად.

          გისურვებთ წარმატებას!!!


      




       

 გამოყენებული ლიტერატურა:  

1.    Л.П. Матвеев  -- Теория физической культуры и спорта
2.   google.ru  -- ინტერნეტ რესურსები.
3.   google.ge -- ინტერნეტ რესურსები.
3.   wikipedia  -- ოლიმპიური თამაშები.
4.   სამედიცინო პორტალი --  მკურნალი.
5.  Качашкин В. М. Физическое воспитание в начальной школе. М.:              Просвещение, 1983.
6.  Колесов Д. В. Физическое воспитание и здоровье школьников. – М.: Знание, 1983.
7.   Сальникова Г. П. Физическое развитие школьников. – М.: Просвещение, 1968.
8.    Сальникова Г. П. Физическое развитие школьников. – М.: Просвещение, 1968.
9.   Харитонов В. И. Взаимосвязь параметров физического развития школьников младших классов (6-7 лет) // Теория и практика физической культуры. 1997. № 9.
10.   М. Методика физического воспитания. М.: Просвещение, 1980.