ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებები
ანატომიურ ფიზიოლოგიური თავისებურებები სხვადასხვა ასაკობრივ საფეხურზე
ფიზიკური განვითარება გულისხმობს ორგანიზმის განვითარებას: სიმაღლე, გულმკერდის გარშემოწერილიბა ტანადობა, ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა.
ბავშვის განვითარება აღნიშნავს პროცესს, რომლის დროსაც ბავშვი ზრდასთან ერთად ახერხებს უფრო რთული მოქმედებების დაძლევას. განვითარება და ზრდა განსხვავებული ცნებებია. ზრდა აღნიშნავს, მხოლოდ მის ზომაში მომატებას, როდესაც საუბრობენ ბავშვის ნორმალურ განვითარებაზე, გულისხმობენ ისეთი უნარის განვითარებას, როგორიც არის:
1. უხეში მოტორიკა: დიდი კუნთების მონაწილეობით განხორციელებადი ისეთი მოქმედებები, როგორიცაა ჯდომა,დგომა,სიარული,სირბილი, წონასწორობის შენარჩუნება, პოზის შეცვლა და ა.შ.
2. ნატიფი მოტორიკა განსაკუთრებით ინტენსიურად 6-7 წლის ასაკში ვითარდება. მისი განვითარების შედეგია თითების სწრაფი და ზუსტი მოძრაობების შესრულებისა და თვალისა და ხელის კოორდინაციის უნარი. ბავშვებს ამ დროისთვის უკვე თავისუფლად შეუძლიათ პლასტელინითა და ფანქრით მუშაობა, თუმცა 6 წლის ბავშსაც შეუძლია გაუჭირდეს რომბის დახატვა და ასოების კარგად გამოყვანა.
3. სენსომოტორული განვითარება --- ბავშვი გრძნობათა ორგანოებს: მხედველობას, სმენას, შეხებას, გემოვნებას, ყნოსვას იყენებს საკუთარი მოძრაობების გასაკონტროლებლად. მან უნდა შეძლოს თვალისა და ხელის კოორდინირება
----- ნატიფი მოტორიკა: ხელების გამოყენება ჭამის, ხატვის, ჩაცმის, წერის, თამაშის და სხვა მსგავსი მოქმედებებისათვის.
------ მეტყველება: ლაპარაკი, სხეულის ენის და ჟესტების გამოყენება, კომუნიკაცია და სხვისი ნათქვამის გაგება.
------ კოგნიტური უნარი: აზროვნება, მათ შორის დასწავლა, მიხვედრა, პრობლემის გადაჭრა, დამახსოვრება, მსჯელობა.
----- სოციალური: უცხოებთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, მასწავლებლებთან ურთიერთობა, თანამშრომლობა და სხვის გრძნობებზე რეაგირება.
Комментариев нет:
Отправить комментарий