სხეულის ტანადობა და პროპორციები
სხეულის ტანადობის და პროპორციების განვითარების
განმსაზღვრელი ფაქტორი
ადამიანის ორგანიზმი წარმოდგება 200 ზე მეტი ძვლით, იგი შედგება თავის, ტანისა და კიდურების ჩონჩხისაგან.
ჩონჩხის აგებულება. ჩონჩხის ფუნქციებია:
1. დამცველობთი;2. მოძრაობის პასიური ორგანო;3. სისხლმბადი ორგანო ( ძვლის წითელი ტვინი );
ჩონჩხი აგებულია ძვლოვანი ქსოვილისაგან. ძვლოვანი ქსოვილი აგებულია შემაერთებელი ქსოვილისაგან. უჯრედშორისი ნივთიერება ძვლოვანი ფირფიტებია.
ძვლის ყვითელი ტვინი ძვალს ანიჭებს სიმსუბუქეს. წითელი ტვინი - სისხლმბადი ორგანოა.
ძვლის ქიმიური შემადგენლობა: ორგანული ნივთიერება --ოსეინი
( ანიჭებს დრეკადობას), არაორგანული ნივთიერებებია: Ca, P ( ანიჭებს სიმტკიცეს ).
ძვლის შეერთება შეიძლება იყოს უძრავი ( ქალა, გავა ), მოძრავი
( სახსარი, (შიგნითა სინოვიალური სითხე )) და ნახევრად მოძრავი
( ხრტილი ( ხერხემლის მალები, ნეკნები, მკერდის ძვალი )).
თავის ქალა ( შუბლის, კეფის, თხემის, საფეთქლის (ბრტყელი, უძრავი ) ძვლები), სახე ( ზედაყბის, ქვედა ყბის, ცხვირის ნიჟარა, ცხვირის, ყვრიმალის, სასა,სახნისი, საცრემლე ( ბრტყელი,უძრავი ( გარდა ქვედა ყბისა)) ძვლები.
ტანის: ნეკნები შეერთებულია 12 გულმკერდის მალასთან, 7 წყვილი ხრტილითაა მიმაგრებული, უშუალოდ მკერდის ძვალთან, 5 წყვილი თავისუფლადაა.
ხერხემალი: 7 კისრის, 12 გულმკერდის, 5 წელის, 5 გავის, 4-5 კუდუსუნის მალები. სულ 33-34 მალაა.
ზედა კიდურები: სარტყელი --- ლავიწის ( მოკლე ) და ბეჭის
( ბრტყელი ).
თავისუფალი კიდურები: მხარი, წინამხარი ( სხივის და იდაყვის ძვლები), 8 მაჯის ძვალი, 5 ნების და 14 ფალანგების.
ქვედა კიდურები: სარტყელი --- მენჯი გავასთან უძრავად შეერთებული, თავისუფალი კიდურები --- ბარძაყი, წვივი ( დიდი და მცირე ), ტერფი ( ქუსლი, 5 ნების, 14 ფალანგი ).
Комментариев нет:
Отправить комментарий