ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიში
ფიზიკური ვარჯიში --- მიზანშეწონილი მოძრაობა, რომელიც სპეციალურად შეირჩევა ფიზ. აღზრდის ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად, სრულდება განსაზღვრული დოზირებით. ფიზიკური ვარჯიში ადამიანის ფიზიკურ სრულყოფას ემსახურება.
ფიზიკური ვარჯიში ---- ეს ისეთი მოძრაობითი ქმედებაა (კომპლექსურის ჩათვლით ), რომელიც მიმართულია ფიზიკური აღზრდის ამოცანების რეალიზებაზე, ფორმირებული და ორგანიზებული წესების მიხედვით.
სიტყვა ფიზიკური ასახავს შესრულებული მუშაობის ხასიათს (გონებრივისგან განსხვავებით ).
სიტყვა ფიზიკური ნიშნავს ქმედების გამეორებისკენ მიმართულ და ამ მოქმედების სრულყოფილებისათვის შესრულების ხერხს. ამიტომ ფიზიკური ვარჯიში განიხილება ერთის მხრივ, როგორც კონკრეტული მოძრაობითი ქმედება, მეორე მხრივ, როგორც მრავალჯერადი გამეორების პროცესი.
ფიზიკური ვარჯიშის არასწორად გამოყენებამ, შეიძლება მოგიტანოთ არა სიკეთე, არამედ ვნება, ამას რომ გავექცეთ, აუცილებელია ვარჯიშის შერჩევისას, გავითვალისწინოთ შემდეგი ფაქტორები:
1. მეცადინეობის სწორი პედაგოგიური მიდგომა;
2. გავითვალისწინოთ მოვარჯიშის ასაკობრივი თავისებურება (სქესი, ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და სხვა );
3. გავითვალისწინოთ თვით ვარჯიშის თვისებები ( სიახლე, სირთულე, დატვირთვა, ემოციურობა );
4. გარემო პირობების თვისებები 9 ამინდი, ვარჯიშის ადგილის მდგომარეობა, ინვენტარის ხარისხი ).
ფიზიკური ვარჯიშის ეფექტი განისაზღვრება, უპირველესად მისი შინაარსით.
Комментариев нет:
Отправить комментарий