Поиск по этому блогу

пятница, 17 февраля 2017 г.

ფიზ. აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები

                           ფიზ. აღზრდისა და სპორტის ძირითადი ცნებები

1.    ფიზიკური აღზრდა - მოწესრიგებული პედაგოგიური პროცესია, მიმართული ფიზიკური სრულყოფისაკენ.

2.   ფიზიკური აღზრდის მიზანი --   ჰარმონიულად განვითარებული ადამიანის ჩამოყალიბება გახლავთ

3.    ფიზიკური ვარჯიში  --   ეს არის მოძრაობითი ქმედება ფიზიკური აღზრდის ამოცანების გადასაწყვეტად.  მიზანშეწონილი მოოძრაობა,რომელიც სპეციალურად შეირჩევა ფიზ.აღზრდის ამა თუ იმ ამოცანის გადასაწყვეტად. სრულდება განსაზღვრული დოზირებით. ფიზ ვარჯიში ადამიანის სრულყოფას ემსახურება. 

4.    ფიზიკური აღზრდის საშუალებაა ფიზიკური ვარჯიშები, გამაჯანსაღებელი ბუნების ძალა და ჰიგიენური ფაქტორები.  ფიზიკური ვარჯიში არის სპეციფიკური საშუალება და მისი დამხმარე არის ბუნებრივი პირობები და ჰიგიენური ფაქტორები.

5.     ფიზიკური განვითარება  --  ადამიანის ორგანიზმში გამოწვეული მორფო - ფუნქციური ცვლილებები.  ფიზიკური განვითარება ითვალისწინებს სხეულის ფორმებისა და ზომების, ცენტრალური ნერვული სისტემის , სენსორული და მოტორული უნარების განვითარებას (წონა, სიმაღლე და სხვა), ასევე იგულისხმება ფიზიკური თვისებების ჩამოყალიბება ( ძალა, მოქნილობა, სიმარჯვე, სისწრაფე და ამტანობა).


6.     ფიზიკური მომზადება  -- არის ადამიანის ფიზიკური მომზადება რაიმე კონკრეტული საქმიანობისთვის.  ფიზიკური მომზადება მიმართულია ფიზიკური ხარისხის ( ძალა, სისწრაფე და ა.შ.) განვითარებისკენ და ჰარმონიული შერწყმისკენ. მომზადების სახეებია: ზოგადი და სპეციალური.

7.     ფიზიკური აქტივობა  --  ეს არის სხეულის ნებისმიერი მოძრაობა, რომელიც ხორციელდება  ჩონჩხის კუნთებით და მოითხოვს ენერგიის ხარჯვას.  მუშაობის დროს აქტიურობის ჩათვლით, თამაშით, სახლის საქმეების კეთებით, მოგზაურობით, რეკრეაციული საქმიანობით.

8.      ფიზიკური აღზრდის მეთოდებია: რეგლამენტირებული ვარჯიშის მეთოდი, თამაშის მეთოდი, სიტყვიერი და სენსორული მეთოდი.

9.      სპორტი  -- საშეჯიბრო მოღვაწეობა, რომლის სპეციფიკურ ფორმას შეჯიბრებათა სისტემა წარმოადგენს.   სპორტი ინგლისურია და ნიშნავს თამაშს, გართობას, რომელიც შემდგომ ჩამოყალიბდა ფიზიკური ვარჯიშების სახით აღმზრდელობითი, შეჯიბრების თუ სხვა მიზნით გამოსაყენებლად.

10.     ცხოვრების ჯანსაღი წესი ეს არის ადამიანის გონივრული ქცევის სისტემა ( ზომიერება ყველაფერში, ოპტიმალური რეჟიმი, გაკაჟება, სწორი კვება, ცხოვრების რაციონალური რეჟიმი, მავნე ჩვევებძე უარის თქმა).

11.      კუნთები არის: განივზოლიანი, გლუვი  და გულის განივზოლიანი.

12.      შემაერთებელ ქსოვილს მიეკუთვნება:  საკუთრივ შემაერთებელი ქსოვილი, ძვალი, ხრტილი, მყესები, ცხიმოვანი ქსოვილი, აგრეტვე ლიმფა და სისხლი.

13.      ფიზიკური თვისებებია: მოქნილობა, ძალა, გამძლეობა სისწრაფე და სიმარჯვე.

14.      კოორდინაცია -- სხეულის კუნთების აქტიურობის შეთანხმებული მოძრაობის პროცესია, რომელიც მიმართულია სამოძრაო ამოცანის წარმატებით შესასრულებლად.

15.     ფიზიკური ვარჯიშის ფორმა ---  ეს არის განსაზღვრული, მოწესრიგებული და თანმიმდევრული პროცესი. მისი შინაგანი და გარეგანი სტრუქტურა. ფორმა და შინაარსი ერთი მთლიანის ორი მხარეა.

16.      ფიზიკური ვარჯიშის შინაარსი პასუხიმგებელია პიროვნების გამაჯანსაღებელ და საგანმანათლებლო როლზე.  მოქმედებები და პროცესები, რომლებიც მიმდინარეობენ ორგანიზმში ვარჯიშის დროს და განსაზღვრავენ მოვარჯიშეზე მის ზემოქმედებას. მისი შესრულებისას იზრდება ფილტვების ვენტილაცია, ჯანგბადის მოხმარება, სისხლის წუთური მოცულობა,

17.     ფიზიკური ვარჯიშის ტექნიკის დროს იგულისხმება მოძრაობითი ქმედების შესრულების ხერხები. ფიზიკურ ვარჯიშში გამოიყოფა 3 ფაზა:  მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი.

18.      ფიზიკური ვარჯიშის მახასიათებლებია: სივრცული, დროის, სივრცულ-დროითი და დინამიური ( გარეგანი და შინაგანი).

19.        ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციაა-- ფიზიკური აღზრდის ფუნქცია, გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ფუნქცია, საშეჯიბრო მიღწევადობის ფუნქცია.

20.        ფიზიკური აქტივობის საზომი  --- ინტენსივობაა, რომელიც ნათელს ხდის ადამიანის მიერ შესრულებული აქტივობის  დაძაბულობის დონეს. არსებობს: დაბალი ინტენსივობის, საშუალო ინტენსივობის და მაღალი ინტენსივობის ფიზიკური აქტივობები.

21.      ფიზიკური დატვირთვის მონაცემებია:  მოცულობა და ინტენსივობა.

22.      დასვენება შეიძლება იყოს ---  აქტიური და პასიური. ეს არის დატვირთვის ფაქტორი.

23.       დატვირთვის განსაზღვრა ხდება: სუნთვის სიხშირით. კანის საფარველის ფერით, ოფლდენის ინტენსივობით, ემოციური მდგომარეობით, გულიცემის სიხშირით.

24.      არჩევენ გარეგან და შინაგან დატვირთვასგარეგანი დატვირთვა ასახავს: ხანგრძლივობას, სისწრაფეს, სიხშირეს ( გამეორებას), იარაღთან მისვლას, აწეულ წონას და სხვა. შინაგანი დატვირთვა არის განმსაზღვრელი საზომი ორგანიზმის ფუნქციონალური შესაძლებლობის  მობილიზების, სასწავლო ფიზიკური დატვირთვის დროს.

25.      დატვირთვის კლასიფიკაცია  ---  ორგანიზმზე დატვირთვის სიდიდე სიძლება დაიყოს: განმავითარებელი, მხარდამჭერი და აღმდგენი. 

26.     აერობული ვარჯიშის დროს ორგანიზმში ნახშირწყლების და ცხიმოვანი მარაგების წვა, კუნთებში მიწოდებული ჟანგბადის ხარჯზე ხდება. აერობული ვარჯიშები საშუალო ინტენსივობისაა და დროში ხანგრძლივი.

27.      ანაერობულ ვარჯიშებს მიეკუთვნება მაღალი ინტენსივობის და მოკლე ხანგრძლივობის ვარჯიშები.

28.       რაციონალური კვება ანუ გონივრული --- ფიზიოლოგიურად სრულფასოვანი კვება, ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა.29.       ცილები ანუ პროტეინები უმნიშვნელოვანესი საკვები სუპსტრატია, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის ზრდისა და განვითარებისთვის.

30.       ცხიმები აუცილებელია ორგანიზმისთვის, კანის, თმის, ფრჩხილების ჯანმრთელობისთვის.

31.        ენერგიის ძირითადი წყარო ნახშირწყლებია. ნახშირწყლები იყოფიან "სწრაფად შლად" და "ნელად შლად".

32.        ვიტამინები ორგანიზმში ნორმალურ ნივთიერებათა ცვლას უზრუნველყოფენ. არის 2 სახის ვიტამინები: შეუცვლადი და შეცვლადი.

33.       მინერალები მონაწილეობენ ჩვენი ქსოვილების ფორმირებაში, სადაც მთავარ ელემენტებს კალციუმი და ფოსფორი წარმოადგენს. მინერალები მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლის პროცესებში, სისხლის წარმოქმნაში და შედედებაში. 

34.      მინერალებს ყოფენ მიკრო და მაკროელემენტებად. მიკროელემენტებია: რკინა, მარგანეცი, თუთია, სპილენძი, კობალტი, ფტორი, ქრომი, იოდი, სელენი. მაკროელემენტებია: კალციუმი, კალიუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, ქლორი, ფოსფორი, გოგირდი.

35.      სპორტული ვარჯიში ---  სრულყოფის პროცესი. ფიზიკური და მორალური თვისებების განვითარებისა და სრულყოფის პროცესი, მიმართული სპეციალურ, არჩევით სპორტის სახეში.

36.       სწავლების  ეტაპებიაპირველდაწყებითი ეტაპი --მოძრაობების სწავლება ანუ ვარჯიშები,  გაღრმავებული სწავლების ეტაპი, განმტკიცებისა და შემდგომი სრულყოფის ეტაპი.ოპტიმალური დონე.

 37.      ფიზიკური სრულყოფა  --  ადამიანის ყოველმხრივი ფიზიკური მომზადების ოპტიმალური დონე.

 38.     სპორტული წვრთნა  --  სპორტსმენის მოღწევისადმი მზადყოდნის უზრუნველყოფა.

 39.     გაწვრთნილობა  --  სპორტსმენის ორგანიზმის ის მდგომარეობა, როდესაც მას შუძლია გაუძლოს დიდი მოცულობისა და ინტენსივობის დატვირთვას.

  40.      სპორტული ფორმა  --  სპორტსმენის მიღწევისადმი ოპტიმალური მომზადებულობის მდგომარეობა.

  41.       სპორტული მიღწევა  --  სპორტსმენის მიერ სპორტის მოცემულ სახეობაში ფიზიკური და სულიერიშესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა, რომელიც აჭარბებს ადრე არსებულ მაჩვენებელს.

   42.      სპეციფიკური ფუნქცია  --  დააკმაყოფილოს ადამიანის მოთხოვნილება მოძრაობით აქტივობაში. 

   43.      სპეციფიკური საგანმანათლებლო ფუნქცია  -- იგი ჩართულია საერთო განათლების სისტემაში და გამოიყენება სიცოცხლისთვის მნიშვნელოვანი მოძრაობითი ჩვევის გამომუშავებისა და მასთან დაკავშირებულ ცოდნის მიღებისათვის.

   44.      სპეციფიკურ -გამოყენებითი ფუნქცია  --  წარმოადგენს შრომითი საქმიანობისათვის მომზადების  სისტემაში პროფესიულ გამოყენებითი ფიზიკური მომზადების ფაქტორს.

   45.      სპეციფიკურ - რეკრეაციული და სარეაბილიტაციო - გამაჯანსაღებელი ფუნქცია  --  იმაში მდგომარეობს, რომ ფიზიკური კულტურა გამოიყენება თავისუფალი დროის და დასვენების ორგანიზაციის  ან სპეციალური აღდგენითი ღონისძიების სისტემაში.

    46.      სპორტული ფუნქცია  --  მკაფიო და გამოხატულ მაღალ სპორტულ მიღწევათა სფეროში, სადაც ფიზიკური კულტურა წარმოადგენს მაქსიმალურ მიღწევათა ფაქტორს.

     47.      ზოგად-კულტურული, საერთო აღმზრდელობითი და სხვა სოციალური ფუნქციები  --  მთლიანად კულტურის ყველა საერთო ფუნქცია ვლინდება ფიზიკური კულტური დარგშიც.  მიეკუთვნება ნაწილობრივ ესთეტიკურ ნორმატიული და ინფორმაციული ფუნქცია.

      ა)         ესთეტიკური ფუნქცია --  იგი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ადამიანის  ესთეტიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.
      ბ)        ნორმატიული ფუნქცია  --  მისი გამოყენების პროცესში შემუშავდება ფიზიკური განვითარების მარეგლამენტირებელი მოთხოვნები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ფიზიკურ სრულყოფის უზრუნველყოფის კრიტერიუმებს.
      გ)       ინფორმაციული ფუნქცია  --  საზოგადოების მიერ ფიზიკური სრულყოფის სფეროში დაგროვილი გამოცდილების თაობიდან თაობისათვის გადაცემაში. ფიზიკურ სრულყოფაზე  სპორტული ინფორმაციები  (ტელე, რადიო, პრესა), წარმოადგენს მასტიმულირებელ ფაქტორს ფართო მასების დაინტერესებაში. 

     48.     ფიზიკური კულტურის სპეციფიკური ფუნქციებია:  1.  ფიზიკური აღზრდის ფუნქცია,  2,  გამაჯანსაღებელ-რეკრეაციული ფუნქცია,   3.  საშეჯიბრო მიღწევის ფუნქცია.

      49.     ფიზ.აღზრდის  ამოცანები  --  უზრუნველყოფილ იყოს ფიზიკური თვისებების  და მათზე დამოკიდებული ფიზიკური შესაძლებლობების ყოველმხრივი განვითარება.

       50.      ფიზიკურ ვარჯიშთა ტექნიკა  --  იმ ხერხებს , რომლითაც მოძრაობითი ამოცანა წყდება მიზანმიმართულად, მაღალ ეფექტურად. არჩევენ ტექნიკაში -- ფიზ. ვარჯიშის ტექნიკის საფუძველს, ტექნიკის ძირითად რგოლს  და ტექნიკის დეტალებს.

           ა)    ტექნიკის საფუძველი  -- მოძრაობის სტრუქტურული მთლიანობაა, მისი ყველა ნაწილის, ელემენტის, ნიშნების ერთობლიობაა.
           ბ)    ტექნიკის ძირითადი რგოლი (განმსაზღვრელი)  --  ტექნიკის ის შემადგენელი ნაწილია, რომელზედაც ყველაზე მეტად დამოკიდებულია შედეგი.
            გ)    ტექნიკის დეტალები  --  მოძრაობის შესრულების თავისებურებებია, რომელთა განსაზღვრულ ფარგლებში შეცვლა არ არღვევს ძირითად მექანიზმს.

     51.   აციკლურ მოძრაობაში  ( ტექნიკა)  --   ძირითადად გამოყოფენ  სამ ფაზას:  მოსამზადებელი, ძირითადი და დასკვნითი.

           ა)    მოსამზადებელი ფაზა  --   მისი დანიშნულებაა ხელსაყრელი პირობების შექმნა მოძრაობის ძირითადი  ფაზის შესრულებისათვის ( მაგ. ნიჩბის გადატანა მოსმამდე, ფეხების ოდნავ მოხრა არეკნის წინ და ა.შ.).
           ბ)    ძირითადი ფაზა  -- მოძრაობა მიმართულია ძირითადი ამოცანის გადაწყვეტისაკენ  ( მაგ. ტყორცნისას - ფინალური დაძაბულობა, ხტომებში - არეკნი, ნიჩბოსნობაში - მოსმა და ა.შ.).
            გ)    დასკვნითი ფაზა  --  მთელ რიგ მოძრაობით მოქმედებებში მას დიდი მნიშვნელობა ენიჭება  ( მაგ. სპორტულ ტანვარჯიშში - ჩამოხტომი, დახტომი და ა.შ.).
















Комментариев нет:

Отправить комментарий